28 ივნისს, ლოს-ანჯელესში 26-ე BET Awards გაიმართება. დაჯილდოებას, დროსკი წაიყვანს. კომიკოსი ამ ამპლუას შოუზე, პირველად მოირგებს.
დაჯილდოების ტოპ ნომინანტად – ქარდი ბი დასახელდა. რეპერს 6 ნომინაცია მიენიჭა. შარშანდელ დაჯილდოებაზე ყველაზე მეტი ნომინაცია ჰქონდა და ტრიუმფატორადაც იქცა – კენდრიკ ლამარი.
ქარდი ბის შემდეგ, ნომინაციებს სწორედ ეს უკანასკნელი და Mariah the Scientist ლიდერობენ. ისინი წარდგენილი 5-5 ნომინაციაში არიან.
წელს BET-მა დაამატა ორი ახალი ნომინაცია — Fashion Vanguard Award, რომელიც აღიარებს გლობალურ ფიგურებს, რომლებმაც დიდი გავლენა მოახდინეს მოდის ინდუსტრიაზე და Pulse Award, რომელიც გადაეცემა ციფრული სივრცის იმ კონტენტ-კრეატორებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინეს კულტურაზე.
26-ე BET Awards-ის ნომინანტთა სრული სია იხილეთ აქ.
შეგახსენებთ, რომ BET Awards 2001 წლიდან სატელევიზიო არხის – Black Entertainment Television მიერ ტარდება და მუსიკაში, კინოში, სპორტსა და გასართობი ინდუსტრიის სხვა მიმართულებებში გამორჩეული შავკანიანების მიღწევებს ავლენს.