LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პარტნიორის მიმართ შფოთვითი მიჯაჭვულობა იმას ნიშნავს, რომ წარსულში ემოციური ზიანი გაქვს მიღებული“ – ზაზა ქოიავა

184
2026-02-18_10-34-05_842330-1024x573

პარტნიორის მიმართ შფოთვითი მიჯაჭვულობა ხშირად წარსულში მიღებულ ემოციურ ტრავმებს უკავშირდება. როგორც ფსიქოლოგმა ზაზა ქოიავა გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ განაცხადა, მსგავსი მდგომარეობა შეიძლება გამოწვეული იყოს ბავშვობაში განცდილი მიტოვებულობის, მარტოობის შეგრძნებით, მეგობრების ან პარტნიორის მხრიდან ღალატითა და სხვა ემოციური დაზიანებებით.

ფსიქოლოგის განმარტებით, შფოთვითი მიჯაჭვულობის მთავარი ნიშნებია პარტნიორთან მუდმივად ყოფნის სურვილი, პირადი სივრცის შეზღუდვა, ხშირი ზარები და ვიდეოზარების მოთხოვნა, გადაჭარბებული ეჭვიანობა და შფოთვა, როდესაც პარტნიორი გვერდით არ იმყოფება.

ზაზა ქოიავას თქმით, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სიმპტომია ტოქსიკურ ურთიერთობაში დარჩენა მაშინაც კი, როდესაც ადამიანი აცნობიერებს, რომ ურთიერთობა მას უფრო მეტად აზიანებს, ვიდრე სარგებელს აძლევს. სპეციალისტი აღნიშნავს, რომ ასეთ შემთხვევაში ურთიერთობის დასრულება ხშირად პროფესიული დახმარების გარეშე რთულია.

ფსიქოლოგის შეფასებით, შფოთვითი მიჯაჭვულობა არ ნიშნავს, რომ მსგავსი გამოცდილების მქონე ყველა ადამიანს აუცილებლად შეექმნება ეს პრობლემა, თუმცა წარსულში მიღებული ემოციური ტრავმები მისი განვითარების რისკს მნიშვნელოვნად ზრდის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g