LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „არ გაფუჭებია ბგერა… ყოჩაღ, ჩაეთვალა…“ – აჩიკო სოლოღაშვილმა „საქართველოს ხმის“ კონკურსანტი ააცეკვა

412
საქართველოს ხმა

„საქართველოს ხმა“ 2 ივნისიდან ტელეკასტინგების ჩვენებას იწყებს.

პირველი გადაცემის ერთ-ერთი მონაწილეა მომღერალი და მოცეკვავე ანანო ჯინჭარაძე ბათუმიდან.

როგორც პროექტის მიერ წინასწარ გავრცელებული ვიდეოდან ჩანს, ჟიურის წევრმა, აჩიკო სოლოღაშვილმა გადაწყვიტა, რომ კონკურსანტთან ერთად სცენა დაეკავებინა და მასთან ერთად პერფორმანსი შემოგვთავაზა.

აჩიკომ გამოსცადა, რამდენად შეძლებდა ანანო სიმღერის გაგრძელებას და ბგერის დაჭერას ცეკვის პარალელურად.

როგორც ვიდეოდან ჩანს, კონკურსანტს ეს შესანიშნავად გამოუვიდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g