LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში წელს რიგით მეორე „თბილისის ფინანსური სამიტი“ ჩატარდება

109
თბილისის ფინანსური სამიტი

27-28 ოქტომბერს საქართველო მასშტაბურ საერთაშორისო ღონისძიებას „თბილისის ფინანსურ სამიტს“ უმასპინძლებს.

წლევანდელი სამიტის მთავარი თემა იქნება „რეგიონული ეკონომიკური დერეფნების შექმნა პოლიტიკის, ფინანსებისა და ტექნოლოგიების გადაკვეთის წერტილში“.

„თბილისის ფინანსური სამიტი“ საქართველოს ეროვნული ბანკის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სინგაპურის გლობალური ფინანსური და ტექნოლოგიური ქსელის (GFTN) ერთობლივი ორგანიზებით ტარდება.

სამიტში მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ცენტრალური ბანკების პრეზიდენტები, ასევე ფინტექ ინდუსტრიის, ფინანსური სექტორის, საერთაშორისო კომპანიებისა და ინოვაციური ტექნოლოგიების სფეროს წარმომადგენლები.

ორდღიანი სამიტის ფარგლებში გაიმართება თემატური სესიები, პანელური დისკუსიები, ვორქშოპები და პროფესიული შეხვედრები, სადაც მონაწილეები თანამედროვე ფინანსური ტექნოლოგიების განვითარების ტენდენციებსა და რეგიონული თანამშრომლობის შესაძლებლობებზე ისაუბრებენ. სამიტის მონაწილეები განიხილავენ ისეთ თემებს, როგორებიცაა ქვეყნებს შორის ეკონომიკური და ფინანსური დერეფნების, ასევე ფინანსური ტექნოლოგიების განვითარება, ღია ბანკინგი და ხელოვნური ინტელექტი, საქართველო, როგორც ფინანსური ინოვაციების რეგიონალური პლატფორმა და სხვა.

თბილისის ფინანსურ სამიტზე დაგეგმილია ჰაკათონის ჩატარება, რაც ხელს შეუწყობს ახალი იდეებისა და შესაძლებლობების იდენტიფიცირებასა და განხორციელებას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g