დღეს, დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს შეხვდებიან. შეხვედრა 12:00 საათზე გაიმართება.
ირაკლი კობახიძე დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებზე: კარგია, რომ საპატრიარქოც ჩაერთო ამ პროცესში, რაც, იმედია, ხელს შეუწყობს საკითხის დეპოლიტიზებასაც
„ეს ისეთი საკითხია, სადაც ემოციებისგან ვერავინ იქნება ბოლომდე დაცლილი და სადაც ჭარბი ემოციებიც კი შეიძლება იყოს გამართლებული, მაგრამ, მთლიანობაში, ყველამ უნდა შევძლოთ რაციონალურ საბოლოო გადაწყვეტილებამდე მისვლა“
საკითხთან დაკავშირებით, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლები განცხადებას ავრცელებენ.
„დღეს, 3 ივნისს, 12:00 საათზე, დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს შეხვდებიან. ჩვენი მთავარი მოთხოვნა უცვლელია: ჩვენ ვითხოვთ დიუშენის სამკურნალო თანამედროვე პრეპარატების შემოტანას, რომლებიც ანელებენ დაავადების პროგრესს და ზრდიან სიცოცხლის ხანგრძლივობას. ჩვენ გვაქვს იმედი, რომ სახელმწიფო მიიღებს სწრაფ ზომებს ჩვენი ბავშვების სიცოცხლის გადარჩენად,“ – აღნიშნულია დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
