LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მივაღწევ 2027-საც და მეტსაც..ისეთ სუპერ გეგმებს ჩამოვწერ, „მკვდარსაც კი გაეცინება“! ღმერთი ჩემსკენ“ – რას წერს ხათუნა სამნიძე

654
ხათუნა სამნიძე

პოლიტიკოსი ხათუნა სამნიძე მკურნალობას აგრძელებს.

ამის შესახებ სამნიძე სოციალურ ქსელში წერს და პოსტს გვიზიარებს.

„დიდხანს ვიდექი და ამ ლამაზ ბლოკნოტს ვუყურებდი ფიქრებში – რაის 2027 წლის ორგანაიზერი, ხვალ და ზეგ არ იცი რა ხდება! არ იყიდო!

კი, როცა გაურკვევლობაში ცხოვრებას ეჩვევი, ასეთი ფიქრები ხშირია. მაგრამ ისეთი ძლიერია ზოგჯერ (ყოველთვის ვერა) რწმენა, რომ ყველაფერსაც გადავლახავ და გამომივა, ადგები და გულებიან 2027 წლის ორგანაიზერსაც ტკბილად იყიდი. მივაღწევ 2027-საც და მეტსაც და ისეთ სუპერ გეგმებს ჩამოვწერ, “მკვდარსაც კი გაეცინება”! ღმერთი ჩემსკენ, ისევ ვაგრძელებ მკურნალობას და ძალიან კი მიჭირს, მაგრამ ისევ თქვენი, ჩემი დაუღალავი მხარდამჭერების, დახმარება დამჭირდება…

ახლა კი, გთხოვთ, კარგი ოფთალმოლოგი მირჩიოთ, გამოცდილი, ჩემნაირი პაციენტის გამოცდილებაც რომ ჰქონია და თქვენც კარგად იცნობთ,“ – წერს ხათუნა სამნიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g