LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გარდაიცვალა ახალგაზრდა ადვოკატი, რომელიც ტყუპებზე იყო ორსულად – „ვერც ბავშვები გადაარჩინეს… უფროსი შვილი დარჩა უდედოდ“

3474
თინათინ ბერიაშვილი

ახალგაზრდა ად­ვო­კა­ტი თი­ნა­თინ (თიკო) ბე­რი­აშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც ტყუ­პებ­ზე იყო ორსულად, მო­უ­ლოდ­ნე­ლად გარ­და­იც­ვა­ლა – ამის შესახებ ინფორმაციას გარდაცვლილის ოჯახის ახლობლებზე დაყრდნობით Ambebi.Ge ავრცელებს.

თი­ნა­თინ ბე­რი­აშ­ვი­ლის ახლობლების განცხადებით, ახალ­გაზ­რდა ქალმა გო­ნე­ბა სახლში და­კარ­გა, რის შემ­დე­გაც ის გადაიყვანეს კლი­ნი­კა­ში, სა­დაც გარდაიცვალა.

„თიკო საკ­მა­ოდ ცნო­ბი­ლი ად­ვო­კა­ტი იყო, თა­ვი­სი საქ­მის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი, ძა­ლი­ან ნი­ჭი­ე­რი. დღე-დღე­ზე უნდა ემ­შო­ბი­ა­რაო და ამ­ბო­ბენ, თრომ­ბით და­ი­ღუ­პაო. სახ­ლში და­კარ­გა გო­ნე­ბა, სას­წრა­ფომ უგო­ნოდ წა­იყ­ვა­ნა. მისი გა­დარ­ჩე­ნა ვე­ღარ მო­ხერ­ხდა, ვერც ბავ­შვე­ბი გა­და­არ­ჩი­ნეს“, – ამბობენ Ambebi.Ge-სთან გარდაცვლილის ახლობლები.

თავ­ზარ­და­ცე­მუ­ლე­ბი ვართ, თიკო არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნი იყო, გა­დაჰ­ყვა, ტყუ­პებს ელო­დე­ბო­და, დედა და ბავ­შვე­ბი გარ­და­იც­ვალ­ნენ. მი­ზე­ზი არ ვი­ცით. ექ­სპერ­ტი­ზით უნდა გა­ირ­კვეს. შო­კი­რე­ბუ­ლე­ბი ვართ მომ­ხდა­რით.

სი­ტყვებს თავს ვერ ვუყ­რი. ბედ­ნი­ე­რი უნდა ყო­ფი­ლი­ყო ეს ლა­მა­ზი ოჯა­ხი, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ულა­მა­ზე­სი გოგო იყო, ძა­ლი­ან კარ­გი ოჯა­ხი ჰქონ­და, უნდა გა­ე­ხა­რა თა­ვის ლა­მაზ ოჯახ­თან ერ­თად და ეს უბე­დუ­რე­ბა მოხ­და. მე­ო­რე შვილ­ზე იყო ფეხ­მძი­მედ, უფ­რო­სი შვი­ლი დარ­ჩა უდე­დოდ. ახლა ტყუ­პებს ელო­დე­ბო­და. სხვას ვე­რა­ფერს გე­ტყვით“, – ამ­ბობს კიდევ ერთი ახლობელი გამოცემასთან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g