LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კონვერტში იდო ზუსტად ის თანხა, რომლითაც ჩემი პირველი მანქანა ვიყიდე..თვალით არ მინახავს ეს კაცი მას მერე…“ – რას წერს ანა მიქაძე-ჩიკვაიძე თემურ უგულავაზე

3059
თემურ უგულავა

ყველის მწარმოებელთა გილდიის თავმჯდომარე ანა მიქაძე-ჩიკვაიძე თემურ უგულავას გარდაცვალებას ეხმაურება და ბიზნესმენთან დაკავშირებულ ისტორიას იხსენებს.

ამის შესახებ ანა მიქაძე-ჩიკვაიძე სოციალურ ქსელში წერს და თემურ უგულავას სიკეთის შესახებ ჰყვება.

,,ამ ისტორიას პირველად არ ვდებ

ამიტომ მის გარდაცვალებას არ უკავშირდება

გაეროს ნაყიდი ბიზნეს კლასის ბილეთით ვიფრინე

თბილისი სტამბული რომი პალერმო და უკან

უკან გზაზე მარტო ვსხედვართ ორნი

მე და უცნობი კაცი.

ცოტა ხანში მკითხა: ქართველი ხარო

ვერ ვიტან ფრენასო და მელაპარაკე რაო

დამშვიდობებისას სავიზიტო დამიდო და ოფისში მაგიდაზე დამრჩა და მეგობარმა შეიცხადა იცნობო?

მოკლედ დავაკავშირე

ეგ პროექტი თუ გამომივიდა, ერთი პატარა მანქანა, ჩემზე იყოსო

პროექტი გამოვიდა. იმან, მეგობარმაც ტრადიციულად გადამაგდო.

მირეკავს უგულავა და მეკითხება

დავეხმარე და შენ თუ ხარ ამ პროექტში ჩართულიო ძალიან ტაქტიანად მკითხა..

მოვაღე ტირილი და ჩავუშვი ის ჩემი „მეგობარი“

ერთ საათში მოდის მანქანა უგულავამ გამომშვაო.

კონვერტში იდო ზუსტად ის თანხა, რომლითაც ჩემი პირველი მანქანა ვიყიდე

თვალით არ მინახავს ეს კაცი მას მერე…

მადლობაც ვერ ვუთხარი წესიერად

უფალს ებარებოდეს შენი სული,“ – წერს ანა მიქაძე-ჩიკვაიძე.

„მშვიდობით, ჩემთვის სამაგალითო ადამიანო. ძალიან განვიცდი, როცა ასეთი გამორჩეული, ღირსეული ადამიანები აკლდებიან საქართველოს“ – თემურ ჭყონიას სამძიმარი თემურ უგულავას ოჯახს

„რამდენ ადამიანს დაეხმარა, ვინც ამ დაავადებას ებრძოდა, ბოლოს რომ შემხვდა, მითხრა, მამაშენს და კვაშალს დავაკლდი ეტყობა და მეძახიანო“ – ნოდარიკო ხუციშვილი თემურ უგულავაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები