დღეს გეომაგნიტური დღეა, რაც იმას ნიშნავს, რომ დღევანდელი დღის გეომაგნიტური ენერგიები მეტ პრობლემას უქმნის ადამიანის გულ-სისხლძარღვთა და ნერვულ სისტემას, რაც შესაძლოა გახდეს არასასურველი ტრავმებისა და ავარიების მიზეზი. ეს პერიოდი ყურადღებას ითხოვს არა მხოლოდ ტრავმების კუთხით, არამედ, მაგალითად, არტერიული წნევის მხრივაც, შესაძლოა წნევის უეცარმა ცვალებადობამ გამოიწვიოს თავის ტკივილი და სხვა დისკომფორტული გამოვლინებები. ასეთ შემთხვევაში, უპირველეს ყოვლისა, გავიზომოთ წნევა და აუცილებლობის შემთხვევაში, შესაბამისი მედიკამენტების მიღებით მოვიყვანოთ ორგანიზმი წესრიგში.
ყურადღება მიაქციეთ ღამის საათებს – 21:11 საათიდან 22:43 საათამდე გვაქვს მიმართულებადაკარგული (უკურსო) მთვარის პერიოდი. ამ პერიოდში მთვარის ნეგატიური ენერგია ზედმეტად ადუნებს ადამიანების ყურადღებას, რაც შესაძლოა გახდეს არასასურველი ტრავმებისა და ავარიების მიზეზი. ეს დრო სიფრთხილეს მოითხოვს როგორც მძღოლებისგან, ისე ქვეითად მოსიარულეებისგან.
დღის რეკომენდაციები – გაითვალისწინეთ, რომ იურიდიული, უნებლიე ან განზრახ დაშვებული შეცდომების ალბათობა დღის განმავლობაში მაღალია. ეს შემდგომში შესაძლოა სერიოზული უსიამოვნებების ფაქტორი გახდეს თქვენს ცხოვრებაში. დაიოკეთ ზედმეტი სიამაყე და ამპარტავნება, რაც დღის განმავლობაში ხასიათში მატულობს. გრძნობებში მოიმატებს ქაოსი, თუმცა ინტუიციით კარგად იგრძნობთ ტყუილს და ამასაც მიაქციეთ ყურადღება.
ნეგატიურია დღე ახალი საქმის დასაწყებად, სამსახურში ახალი თანამშრომლების მისაღებად, ადგილსამყოფლის, მათ შორის ბინის შესაცვლელად, სადაზღვევო ორგანიზაციებთან ურთიერთობისთვის და სესხის აღებისთვის. დღე სასიკეთოა თვითშემეცნებისთვის, საკუთარი კომპეტენტურობის გამოსავლენად, ხელს უწყობს ნადირობას, თევზაობასა და ავტომობილის ყიდვა-გაყიდვას. კარგი პერიოდია გამოძიებისთვის, რეცხვისა და რემონტისთვის, ცხოველთა შესაძენად, მასაჟისა და კოსმეტიკური პროცედურების ჩასატარებლად. გაითვალისწინეთ, რომ დღევანდელი სიზმრები შემდგომში ახდება.
ჯანმრთელობა – ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება შარდსასქესო და რეპროდუქციული სისტემა. ოპერაციების ჩატარება ამ ორგანოებთან მიმართებაში (განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა) არ არის მიზანშეწონილი. ეცადეთ, მეტი იმოძრაოთ. მოერიდეთ გინეკოლოგთან ვიზიტს, ასევე არასასურველია რენტგენი და სხივური თერაპია.
დღის მინერალები და ფერები – მინერალებიდან გამოიყენეთ ოპალი, თოფაზი, ობსიდიანი, მარჯანი და ფირუზი, ეს ქვები, მათი გამოყენების შემთხვევაში, მეტად მოიზიდავენ თქვენკენ სასიკეთო ცხოვრებისეულ შესაძლებლობებს. რაც შეეხება ფერებს, ტანსაცმელში პრიორიტეტი მიანიჭეთ წითელ, შავ, ლურჯ, ცისფერ, მწვანე და იისფერ ტონებს. ეს ფერები, როგორც ცალ-ცალკე, ისე კომბინაციაში, საგრძნობლად გააძლიერებენ თქვენს მიმზიდველობასა და შარმს.
ზოდიაქოს ნიშნები – დღე პოზიტიურია ქალწულისა და მორიელის ნიშნებისთვის. შედარებით ნეგატიურია პერიოდი სასწორისა და მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშანთათვის, რომელთაც მეტი ყურადღება მართებთ საკუთარი ჯანმრთელობისა და დღის ნეგატიური გამოვლინებების მიმართ. დანარჩენი ნიშნებისთვის წარმატების კუთხით დღე საშუალო მაჩვენებლით ხასიათდება.