თბილისში, ერისთავის ქუჩაზე ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა.
არსებული ინფორმაციით, ავტომობილი ბენზინგასამართი სადგურის მიმდებარედ იმყოფებოდა.
არსებული ინფორმაციით, ავტომანქანას ცეცხლი თავისით გაუჩნდა.
შემთხვევის ადგილიდან ფოტოებს „გურია ნიუსი“ ავრცელებს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, რომ ცეცხლი ლიკვიდირებულია და შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.


