LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„30 ივნისის „მარწყვის მთვარე“…აანთეთ სანთელი და წარმოთქვით ეს სიტყვები“ – ეზოთერიკოსის საინტერესო რჩევა

1663
2026-06-28_00-12-04_130714

ეზოთერიკოსი თამარ იოსელიანი სოციალურ ქსელში საინტერესო ინფორმაციას გვიზიარებს, რომელიც 30 ივლისის „მარწყვის მთვარეს“ ეხება.

„30 ივნისის. მარწყვის.
სახელწოდება „მარწყვის მთვარე“ მომდინარეობს ჩრდილოეთ ამერიკის მკვიდრი ხალხებისგან (ინდიელებისგან). ეს სახელი აღნიშნავდა დროს, როდესაც ზაფხულის დასაწყისში ველური მარწყვი მწიფდებოდა. ეს არის ხვავის, მადლიერებისა და ბუნების ტკბილი საჩუქრების სიხარულის მთვარე.

მარწყვის მთვარე სინამდვილეში არ არის წითელი ან ვარდისფერი ფერის. სახელი მოდის ველური მარწყვის დამწიფებიდან და არა მთვარის შეფერილობიდან.

მარწყვის მთვარე არის მიკრომთვარე (Micromoon). ეს ნიშნავს, რომ ის დედამიწიდან ყველაზე შორს მყოფ წერტილში (აპოგეაში) იმყოფება. ამის გამო, ის ჩვეულებრივ სავსე მთვარეზე ოდნავ პატარა და ნაკლებად კაშკაშა გამოჩნდება.

სავსემთვარეობის რიტუალი

თუ ფიქრობდით, რომ (სან-ხუანის) ენერგეტიკული პორტალი უკვე დაიხურა, ბევრი ეზოთერული ტრადიციის მიხედვით, ეს ასე არ არის.

ითვლება, რომ ცეცხლი განწმენდს, ხოლო სავსე მთვარე ახალ ენერგიას, კურთხევასა და განახლებას ატარებს. სწორედ ამიტომ, ეს სავსემთვარეობა ბევრისთვის მადლიერების, ძველის დასრულებისა და ახალი სურვილების ჩაფიქრების განსაკუთრებულ დროდ მიიჩნევა.

საქართველოში მარწყვის სავსემთვარეობის პიკური მომენტი 2026 წლის 30 ივნისს, 03:57 საათზე (თბილისის დროით) დადგება. სწორედ ამ დროს, ან მის გარშემო რამდენიმე საათის განმავლობაში, რიტუალის შესრულება ყველაზე ხელსაყრელად მიიჩნევა.

რიტუალი

აანთეთ სანთელი (ან თუ შესაძლებელია, იყავით ცეცხლთან), რამდენიმე წამით შეხედეთ მთვარეს, გაშალეთ ორივე ხელისგული, თითქოს მის სინათლეს იღებთ და სამჯერ წარმოთქვით:

„განწმენდის წმინდა ცეცხლო,
კურთხევის მანათობელო მთვარევ,
რაც ძველია, სიყვარულით დასრულდეს,
რაც ახალია, სიხარულით შემოვიდეს.
დაე, ჩემი გზა გაიხსნას
იღბლის, სიუხვის, სიმშვიდისა და კეთილდღეობისკენ.
ასე იყოს. ასე იყოს. ასე იყოს.“

შელოცვის წარმოთქმისას წარმოიდგინეთ, როგორ ტოვებს თქვენს ცხოვრებას ყველაფერი, რაც აღარ გჭირდებათ და როგორ ივსებით ახალი შესაძლებლობებით, სიუხვით, იღბლითა და ბედნიერებით.

დაე, ეს სავსემთვარეობა გახდეს თქვენი ცხოვრების ახალი, ნათელი და წარმატებული ეტაპის დასაწყისი.
ისევე, როგორც მარწყვი მწიფდება, ასევე მწიფდება ჩვენი ოცნებები, მიზნები და გულები.

დაწერეთ კომენტარში საკუთარი სურვილი:
„დაე ჩემი ოცნება მარწყვივით დამწიფდეს“, – წერს თამარ იოსელიანი.

„როგორ გავწმინდოთ სახლი ნეგატივისგან აღდგომისთვის“ – ეზოთერიკოსის სასარგებლო რჩევა საზოგადოებას

„თებერვლის თმის მაგია…დღეები, როცა მაკრატელი ბედისწერას ეხება“ – როდის უნდა შევიჭრათ თმა, რომ ბედნიერება მოგვიტანოს

„არავის ვაშინებ, მაგრამ იცოდეთ ეს არის წლის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სავსემთვარეობა“ – ეზოთერიკოსის სასარგებლო რჩევა

„რატომ არ უნდა გადავწყვიტოთ სხვისი პრობლემები“ – ეზოთერიკოსის სასარგებლო რჩევა

„სად დავდოთ დაფნის ფოთოლი სურვილების ასასრულებლად“ – ეზოთერიკოსის საინტერესო რჩევა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები