LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ჩემს მშობლებს არ შეუტანიათ საჩივარი… ის ბიჭი ნასვამი იყო, ირმა მანქანაში ჩაუჯდა, მარტო ვერ გავუშვებ, რამე არ დაემართოსო…“ – რას ჰყვება დის გარდაცვალების შესახებ მარიამ გაფრინდაშვილი

10195
მარიამ გაფრინდაშვილი

პოდკასტში „ვიკასთან“ ტელეჟურნალისტი მარიამ გაფრინდაშვილი საუბრობს დის ტრაგიკული გარდაცვალების შესახებ. მისი და, ირმა გაფრინდაშვილი ჭიათურაში ავტოავარიას შეეწირა:

სულ მაქვს განცდა, რომ დრო ვერ დავუთმე. ცხოვრებაა და ზარს ვერ ვუპასუხე, ან არ შევხვდი, როცა მას უნდოდა, ვერ დაველაპარაკე. ახლაც, აქ რომ მოვდიოდი, ჩავთვალე,ვიცოდი, რომ მასზე მკითხავდი და არ მინდა, რომ მისთვის დრო ისევ ვერ ვიპოვო. აქ მოსვლის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მართლა ეგ იყო. ახლა რომ დრო დავაბრუნო, ყველა ზარს ვუპასუხებდი. გიჟი იყო და ყველა დარბევის დროს მირეკავდა, მანდ რატოკმ დგახარო… თბილად ჩაიცვი, გაცივდებიო და მე არ ვპასუხობდი. ვნანობ ყველა გამოტოვებულ ზარს… ახლა ვეღარ ავანაზღაურებ ამას… ეს ტრაგედია როცა დატრიალდა, ჩემ გარშემო ადამიანები მეუბნებოდნენ, ამ მდგომარეობაში ხარ და შვილს ელოდებიო. რაღაც მომენტში დამავიწყდა, იმდენად თავზარდამცემი იყო ჩემთვის, რომ საერთოდ დამავიწყდა… არანაირი ემოცია არ შემრჩა და ცოტა უპასუხისმგებლო ვიყავი. საერთოდ არ მახსოვდა, რომ ახალ სიცოცხლეს ვატარებდი. დღემდე არ მაქვს მიმღებლობა, ვერ მივიღე ეს ამბავი და ჩემი ტვინი ბლოკავს… ხუთი და-ძმა ვართ და დავცოტავდით… 24 საათი ერთად ვიყავით. ირმა წავიდა და დაცოტავების განცდა მაქვს, ჩვენ ოთხნი ვართ, მაგრამ მთლიანობა დაირღვა. მთლიანობის დარღვევასთან ერთად ცხოვრების სწავლა ძალიან რთულია. ბევრი ვიმუშავე, რომ რაღაცები გადამეტანა. ისეთი აუწონავი ტკივილია, რომ…

ირმა მე არ მგავდა, ძალიან კეთილი იყო… ყველაზე მზრუნველი ადამიანი იყო… არ შემიძლია, ადამიანს იმდენი გავუკეთო… იმდენი სიკეთე დატოვა, წარმოუდგენელია, არ ვიცოდი… ჩვენთან მოდიან ადამიანები და გვიყვებიან ისტორიებს, რაც არ ვიცოდით… ყოველდღიურ ცხოვრებაში უკიდურესად გვაკლია ირმა…

როდესაც ეს ტრაგედია დატრიალდა, მანამდე რამდენიმე წუთით ადრე ვესაუბრეთ. სახლში ბრუნდებოდა და შვილისთვის მოჰქონდა რაღაცები. სანდრო ელოდებოდა სახლში. ეს ხდებოდა სახლიდან რამდენიმე მეტრში… არ გვიპასუხა… ცოტა ხანში გავიგეთ, რომ ეს ტრაგედია დატრიალდა. ჭიათურაში მოხდა ეს ამბავი. როდესცა ჩავედი და გავარკვიეთ, რა მოხდა, ჩემმა მშობლებმა უკიდურესი დიდსულოვნება გამოიჩინეს, საჩივარი არ შეიტანეს და ამ ბიჭის დასჯა არ მოუთხოვიათ. ის იყო ნასვამი და არ ჰქონდა მართვის უფლება. ის ადგილზე დააკავეს, რადგან ჩემი და ადგილზე გარდაიცვალა. მიშველეთ ვერც დაიძახა. სამოცამდე დაზიანება აქვს მიყენებული. ჩვენ რომც მოვითხოვოთ, არ გამოუშვებენ, მაგრამ ჩემს მშობლებს არ მოუთხოვიათ მისი იმპერატიულად დასჯა. ის იცნობდა ირმა სძალიან კარგად… ის იმყოფება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში და ელოდება სასჯელს. სადაც უნდა იყოს, ვწუხვარ, მაგრამ იმ ადამიანმა, ვინც საჭესთან იჯდა, მთელი ცხოვრება უნდა ატაროს ეს ტვირთი. ირმამ ნახა, რომ ეს ადამიანი ნასვამი იყო და არ ჩაუჯდა მანქანაში. შემდეგ წუთნახევარში მეგობარს უთხრა, მთვრალი როგორ გავუშვა მარტოო და ჩაუჯდა… რამე რომ დაემართოს, ჩემს თავს ვერ ვაპატიებო. 30 წამში ისეთი მანევრი შეასრულა, რომ ირმა ადგილზე გარდაიცვალა…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები