LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 2 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

2456
მიხეილ ცაგარელი

დღის რეკომენდაციები – დღე გარკვეულწილად ტრავმულ-ავარიულია, ამიტომ იყავით ყურადღებით, განსაკუთრებით კი საჭესთან. მკაცრად დაიცავით უსაფრთხოების წესები, ნუ აჰყვებით პროვოკაციებს და ნუ ჩაერთვებით კონფლიქტებში, მათ შორის, მგზავრობა-მოგზაურობის დროსაც. დღეს ნურაფერს დაგეგმავთ, აჯობებს, უფრო მეტად თავისუფალი გრაფიკით იცხოვროთ. გაითვალისწინეთ, რომ მაღალია ნევროზული გაღიზიანებადობისა და უძილობის ალბათობა. ამასთანავე, იუმორსაც დღეს ყველა სათანადოდ ვერ აღიქვამს. გაითვალისწინეთ, უფროსი თაობის მანდილოსანთა, მათ შორის დედების რჩევები. მეგობრულ წრეში საიდუმლო არ შეინახება და შემდგომში იგი შეიძლება თქვენს საწინააღმდეგოდ იქნას გამოყენებული.

მეორე მხრივ, დღე სასიკეთო და პოზიტიურია საზოგადოებრივი და ნოვატორული საქმეებისთვის, მეგობრული კონტაქტებისა და სამშენებლო-სამღებრო სამუშაოების საწარმოებლად. პერიოდი ხელს უწყობს ელექტრო თუ კომპიუტერული ტექნიკის შეძენას, მინერალებით ვაჭრობას, დიეტის დაწყებას, სწავლასა და სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას. კარგი დღეა საიუბილეო საღამოების ორგანიზებისთვის. ხელსაყრელი პერიოდია უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვისთვის, სახლის მშენებლობისთვის, ადგილსამყოფლისა თუ ბინის შეცვლისთვის, სესხის აღებისა და სარეკლამო საქმიანობის კუთხით განცხადებების გაკეთებისთვის. დღევანდელი სიზმრები აუცილებლად ახდება უახლოესი 20 დღის განმავლობაში.

ჯანმრთელობა – ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება მხედველობა, ვენების ზონა, ფეხის კუნთები და ნერვული სისტემა. აღნიშნულ ორგანოებთან დაკავშირებული ოპერაციები და ნებისმიერი სამედიცინო ჩარევა მიზანშეწონილია მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში. ნუ გადაღლით თვალებს და დიდხანს ფეხზე ნუ იდგებით.

დღის მინერალები და ფერები – დადებით კოსმიურ ენერგიებსა და ახალ შესაძლებლობებს მოიზიდავს აქვამარინი, საფირონი, ცირკონი, ძოწი და ციტრინი.

ფერებიდან უპირატესობა მიანიჭეთ ნეონისფერს, წითელ, ყვითელ, ვარდისფერ, ვერცხლისფერ და ცისფერ ტონებს, რომლებიც საგრძნობლად გააძლიერებენ თქვენს შარმსა და მიზიდულობას.

ზოდიაქოს ნიშნები – დღე პოზიტიურად აისახება ვერძის, მშვილდოსნისა და მერწყულის ნიშნებზე. შედარებით დაძაბულია პერიოდი კუროს, კირჩხიბისა და თხის რქის წარმომადგენლებისთვის, რომელთაც განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ როგორც ჯანმრთელობის, ისე სხვა ნეგატიური ტენდენციების მიმართ. დანარჩენი ზოდიაქოს ნიშნებისთვის დღე წარმატების თვალსაზრისით საშუალო შედეგებით წარიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები