LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

100 წლის დიკ ვან დეიკი 46 წლით უმცროს მეუღლესთან ერთად Starbucks-ს ესტუმრა – ლეგენდარული მსახიობის იშვიათი გამოჩენა

248
page

ლეგენდარული ჰოლივუდელი მსახიობი, მომღერალი და კომიკოსი, დიკ ვან დეიკი მეუღლესთან, არლინ სილვერთან ერთად ლოს-ანჯელესში სეირნობისას გადაიღეს.

100 წლის მსახიობი სპეციალური დამხმარე მოწყობილობით გადაადგილდებოდა. წყვილმა ქალაქში გაისეირნა და მოგვიანებით Starbucks-შიც შეიარა ყავის მისართმევად.

ვან დეიკს მუქი ლურჯი სპორტული შარვალი და თეთრი საყელოიანი პერანგი ეცვა, ხოლო 54 წლის არლინს კი შავი მაისური ფერადი პრინტით.

ცნობისთვის, დიკ ვან დეიკმა და არლინ სილვერმა 2012 წელს იქორწინეს. მსახიობს არაერთხელ უთქვამს, რომ მეუღლე, მისი ახალგაზრდული განწყობისა და ენერგიის ერთ-ერთი მთავარი საიდუმლოა.

<
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები