გიორგი ნაზღაიძე ჟურნალ „თბილისელების“ სტუმარია. გიორგი ჟურნალის მკითხველებს ცოტა ხნის წინ გადახდილ დაბადების დღეზე უყვება. ამასთან საუბრობს იმ თვისებებსა და კომპლექსებზე, რომლის გადალახვაც ასაკთან ერთად მოუხდა.
გთავაზობთ მოკლე ამონარიდს ინტერვიუდან.
„ვიღაცები ამბობენ, რომ ძალიან პატარა ასაკიდან მაქვს ჭაღარა თმა. ბევრს უთქვამს, შეიღებეო, მაგრამ მე ეს კომპლექსიც არ მაქვს. პირიქით, ვფიქრობ, რომ ჭაღარა მიხდება. არ მაქვს კომპლექსები და არც მქონია რამე განსაკუთრებული. რაც შეეხება თვისებებს, ასაკთან ერთად ყველა ადამიანი უნდა იცვლებოდეს…
ყოველ წელს მეცვლება ადამიანების მიმართ დამოკიდებულებები და შესაბამისად, ჩემი მეგობრების სიაც იცვლება, უფრო ზუსტად რომ ვთქვა, მცირდება. ჩემ გვერდით ის ადამიანები შემორჩნენ, რომლებმაც ჩემთან ერთად გამოიარეს ბევრი სირთულე. მაგალითად, როდესაც მე გვერდში დგომა მჭირდებოდა, გვერდში მედგნენ, როდესაც ფინანსური შესაძლებლობები სახარბიელო არ მქონდა, ჩემი ცხოვრებიდან არ გამქრალან, პირიქით, სულ გვერდით მყავდნენ. ჩემი მხრიდანაც საპასუხოა მათ გვერდში დგომა. ასევე, ადამიანები, რომლებიც ზურგს უკან ჩემზე ჭორაობენ, არ შურთ ჩემი და ასე შემდეგ. ერთი-ორი დამრჩა ასეთი და მათაც მოვიშორებ“.
ინტერვიუს სრული ვერსიის ნახვა შეგიძლიათ ჟურნალში „თბილისელები“.
