LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკბინა და დაარტყა – ემინემის ყოფილი მეუღლე სამართალდამცველებმა გაანეიტრალეს – ვრცელდება ფოტოები

1001
page

ლეგენდარული ამერიკელი რეპერის, ემინემის ყოფილი მეუღლე, 51 წლის კიმ სკოტი, სავარაუდო თვითმკვლელობის მცდელობის შემდეგ, პოლიციამ დააკავა. TMZ-ის მიერ მოპოვებული პოლიციის ანგარიშის მიხედვით, შემთხვევა გასულ შაბათს, მიჩიგანში, სკოტის საცხოვრებელ სახლში მოხდა.

სამართალდამცავების ინფორმაციით, ადგილზე მისულ პოლიციელებს კიმ სკოტი აგრესიულად შეხვდა. გავრცელებული ცნობით, ის მხოლოდ საცვლებით იმყოფებოდა და დაკავების მცდელობისას წინააღმდეგობა გაუწია, ერთ-ერთ პოლიციელს კი მხარზე უკბინა და უშვერი სიტყვებით გამოლანძღა.

პოლიციის ცნობით, მას შემდეგ, რაც სამართალდამცავებმა ელექტროშოკური მოწყობილობა გამოიყენეს, სკოტმა ერთ-ერთ ოფიცერს ფეხშიც დაარტყა. ამის შემდეგ იგი პოლიციელზე თავდასხმისა და დაკავებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს.

შემთხვევამდე ცოტა ხნით ადრე 911-ში კიმ სკოტის ნათესავმა დარეკა და განაცხადა, რომ მან მაჯა გადაიჭრა და სისხლდენა ჰქონდა. დისპეტჩერის ჩანაწერის მიხედვით, სკოტი დივანზე იჯდა, მუსიკას უსმენდა, ხელში კი დანა ეჭირა, რომლის დათმობაზეც უარს ამბობდა.

კიმ სკოტი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მიჩიგანის შტატის საავადმყოფოში გადაიყვანა. მისი ჯანმრთელობის ამჟამინდელი მდგომარეობა საჯაროდ ცნობილი არ არის.

ეს პირველი შემთხვევა არ არის. 2015 წელს მან ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ თავადვე აღიარა, რომ ეს თვითმკვლელობის მცდელობა იყო.

ბოლო პერიოდში კიმ სკოტს სამართლებრივი პრობლემებიც ჰქონდა. ივნისში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სასამართლოში გამოუცხადებლობის გამო მის დაკავებაზე ორდერი გაიცა. მანამდე კი ის ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვის ეჭვით დააკავეს.

ემინემის ყოფილი მეუღლე დააკავეს

ცნობისთვის, ემინემისა და კიმის ურთიერთობა წლების განმავლობაში საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში იყო. მათ 1988 წელს, ჯერ კიდევ მოზარდობის ასაკში გაიცნეს ერთმანეთი. 1995 წელს მათ ქალიშვილი, ჰეილი ჯეიდი შეეძინათ, ხოლო ოთხი წლის შემდეგ დაქორწინდნენ.

თუმცა, სკანდალების, კონფლიქტებისა და ღალატის ფონზე, მათი პირველი ქორწინება მხოლოდ ორ წელს გაგრძელდა. მოგვიანებით, როდესაც კიმი ნარკოდამოკიდებულებას ებრძოდა, მას სხვა მამაკაცისგან ქალიშვილი, სტივი, შეეძინა, მიუხედავად ამისა, ემინემმა ბავშვი საკუთარ ოჯახში მიიღო და მოგვიანებით ოფიციალურადაც იშვილა.

2006 წელს წყვილმა ურთიერთობის აღდგენა სცადა და მეორედ იქორწინა, თუმცა ეს ქორწინებაც ხანმოკლე აღმოჩნდა და მხოლოდ 82 დღე გაგრძელდა.

ემინემი ორგზის ბაბუაა – რეპერის ქალიშვილი დედა პირველად გახდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები