მომღერალ ნინი შერმადინის შვილი, მარიამ ციცაგი იუბილარია.
მარიამს 18 წელი შეუსრულდა. ნინი შერმადინი შვილს დაბადების დღეს სოციალურ ქსელშიც ულოცავს.
„პირველ ფოტოში იმ დღის დაბადებულია, მეორეში 18 წლის, თითქოს გუშინ დაიბადა და უკვე 18 წლისაა. გილოცავ ჩემო სიყვარულო ოქროს დაბადების დღეს, ბედნიერი და ჯანმრთელი მყავდი 100 წელი კიდევ და მერე შენ იცი. ბედნიერი ვარ, რომ დაიბადე და ალამაზებ სამყაროს. იყავი სულ ღიმილიანი და სიყვარულით სავსე. უკვე სრულწლოვანი და დიდი გოგო ხარ. მიგულე შენს გვერდით, როგორც ყველაზე დიდი გულშემატკივარი და საუკეთესო მეგობარი. შენი წარმატება და კარგად ყოფნა ჩემი ყველაზე დიდი მიღწევა იქნება ამ ცხოვრებაში. მიყვარხარ ყველაზე მეტად. მეტს ვერაფერს ვწერ, ძალიან გულაჩუყებული ვარ“, – წერს ნინი შერმადინი სოციალურ ქსელში.
„გილოცავ შენი საოცარი, დახატული გოგოს დაბადების დღეს“, „შენი ასლია, ბევრი წარმატება, სიხარული, სიყვარული და უფლის წყალობა არ მოკლებოდეს“
