ბრედ პიტისა და ანჯელინა ჯოლის 18 წლის ქალიშვილმა, ვივიენ ჯოლი-პიტმა, ლოს-ანჯელესის უმაღლეს სასამართლოს ოფიციალური განცხადებით მიმართა, რათა მისი გვარიდან „პიტი“ ამოიღონ.
სასამართლოში წარდგენილი დოკუმენტების მიხედვით, ვივიენი ითხოვს, რომ მისი სრული იურიდიული სახელი ვივიენ მარშელინ ჯოლი-პიტი შეიცვალოს და გახდეს ვივიენ მარშელინ ჯოლი. საბუთებში ცვლილების მიზეზად მხოლოდ ერთი სიტყვაა მითითებული – „პირადი გარემოებები“.
Page Six-ის მიერ მოპოვებული სასამართლო დოკუმენტების პარალელურად, გამოცემასთან საუბარში ერთ-ერთმა წყარომ განაცხადა:
„ეს არის სრული და მიზანმიმართული მშობლური გაუცხოების მაგალითი. ყველაფერი განზრახ კეთდება და მხოლოდ იმ მშობლის ინტერესებს ემსახურება, რომელსაც მეორე მშობლის შვილების ცხოვრებიდან გამორიცხვა სიამოვნებას ანიჭებს.“
„ბავშვები უკვე ზრდასრულები არიან და საკუთარ გადაწყვეტილებებს თავად იღებენ, რაც პატივისცემას იმსახურებს. თუ ისინი მამასთან დისტანცირებას ირჩევენ, ეს მათ მიერ განცდილი ტკივილისა და გამოცდილების შედეგია“, – აცხადებს სხვა წყარო
შეგახსენებთ, სულ ცოტა ხნის წინ მსახიობის ნაშვილებმა შვილებმა, მედოქსმა და ზაჰარამ სასამართლოს ოფიციალურად მიმართეს გვარის შეცვლის მოთხოვნით და განცხადებები Los Angeles Daily Journal-შიც გამოაქვეყნეს.
უფროსი დის კვალდაკვალ – ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის 17 წლის ქალიშვილმა იმიჯი შეიცვალა

