ჯენიფერ ლოპესი და ბენ აფლეკი კვლავ მედიის ყურადღების ცენტრში აღმოჩნდნენ. მიუხედავად იმისა, რომ მათი განქორწინებიდან უკვე ორი წელი გავიდა, უცხოური ტაბლოიდები წერენ, რომ ყოფილი წყვილი სხვადასხვა მიზეზის გამო ერთმანეთისგან სრულად დისტანცირებას მაინც ვერ ახერხებს.
ლოპესის ახლობლები ამბობენ, რომ მომღერალსა და მსახიობს გარკვეული გარემოებებთან „შეგუება უწევს“, რადგან ბენ აფლეკთან დაკავშირებული საკითხები ბოლომდე დასრულებული ჯერ კიდევ არ არის.
ამავე დროს, ბენ აფლეკის გარემოცვის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ მსახიობი ბოლო პერიოდში განსაკუთრებით „ფიცხი“ და „რთული ხასიათის“ გახდა. მათი თქმით, მისი არაადეკვატური ემოციური რეაქციები ხშირად დამატებით დაძაბულობას ქმნის.
ტაბლოიდები წერენ, რომ საკულტო წყვილის, „ბენიფერის“ კვლავ გაერთიანება, გამორიცხული სულაც არ არის და შესაძლოა ისინი მალე ისევ ერთად ვიხილოთ.
გამოსამშვიდობებელი საჩუქარი თუ „ბენიფერის“ რენესანსი? – ბენ აფლეკმა ჯეი ლოს ვილა აჩუქა
„ბენიფერის რენესანსი“ – სხეულის ენა არასდროს ტყუის – უახლესი ამბები ჯეი ლოსა და ბენ აფლეკის შესახებ
სიყვარული არსად წასულა! – „ბენიფერის“ დიდი დაბრუნება – ჯეი ლო და ბენ აფლეკი წითელ ხალიჩაზე

