LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბროდვეიზე პრინსის Purple Rain-ის მიხედვით მუსიკალური სპექტაკლი იდგმება

119
download (11)

ლეგენდარული ამერიკელი შემსრულებლის, პრინსის შემოქმედების თაყვანისმცემლებს ბროდვეიზე დიდი პრემიერა ელოდებათ. მუსიკოსის საკულტო ალბომისა და ფილმის, Purple Rain მიხედვით ახალი მიუზიკლი იქმნება.

სპექტაკლში მაყურებელი არტისტის 20-ზე მეტ უკვდავ ჰიტს მოისმენს, მათ შორის ისეთ ცნობილ კომპოზიციებს, როგორებიცაა: When Doves Cry, I Would Die 4 U, Take Me With You და The Beautiful Ones.

აღსანიშნავია, რომ მიუზიკლის მუსიკალურ კონსულტანტებად პრინსის დიდი ხნის მეგობრები და ბენდის წევრები — ბობი ზი და მორის ჰეისი მოგვევლინებიან. მსახიობთა ვინაობა ამ ეტაპზე უცნობია.

არსებული ინფორმაციით, Purple Rain-ის წინასწარი ჩვენებები ნიუ-იორკის პრესტიჟულ Majestic Theatre-ში 2027 წლის 12 მარტიდან დაიწყება, ხოლო ოფიციალური საპრემიერო საღამო, 12 აპრილს არის ჩანიშნული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები