LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „მიმაჩნია, რომ შვილები უნდა გააჩინო და მერე მიაბარო ღმერთს და იმ გარემოს, სადაც იზრდებიან…“ – რას ამბობს თეა დარჩია დედობაზე

394
page

„თეა დარჩია“ „ტვ პირველის“ ეთერში საუბრობს იმის შესახებ, როგორია, როგორც დედა:

„პირველი ორი შვილის შვილი მე ვარ, ისინი არიან ჩემი მშობლები, ხანდახან ასე მგონია, მარიამსაც და მირიანსაც სულს ვუბერავ და თვალებში ვუყურებ, რომ რამე არ შემეშალოს, არ წამომცდეს, რამე არ ვატკინო. მეორე ორი შვილის შემთხვევაში მივხვდი, რა რთული ყოფილა. ამათთან მეტი დრო მაქვს. სასწაულს გამოვაკლდი და ოჯახი და საქმეა ახლა ჩემთვის… ცეკვა 100-პროცენტიან დახარჯვას მოითხოვს. შვილები მეუბნებიან, შენი საქმე და სტუდიის ბავშვები უფრო გიყვარს, ვიდრე ჩვენო. რომ დავფიქრდი, რატომ მეუბნებიან ამას, იმის მეასედი ენერგია რომ დამეხარჯა საკუთარ შვილებზე, ალბათ, კიდევ უფრო უკეთესები გაიზრდებოდნენ, მაგრამ კაცმა არ იცის. მე მიმაჩნია, რომ შვილები უნდა გააჩინო და მერე მიაბარო ღმერთს და იმ გარემოს, სადაც იზრდებიან…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები