LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ყაველაშვილი მექსიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ახლადდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ნატალია კორძაიას შეხვდა

125
მიხეილ ყაველაშვილი, ნატალია კორძაია

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი მექსიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ახლადდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ნატალია კორძაიას შეხვდა. პრეზიდენტმა მას დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო საქართველოსა და მექსიკის თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივებს. აღინიშნა, რომ ელჩის საქმიანობა ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური დიალოგის, ეკონომიკური თანამშრომლობის, ასევე კულტურული და ხალხთაშორისი კავშირების კიდევ უფრო განვითარებას.

მიხეილ ყაველაშვილმა ახლადდანიშნულ ელჩს საქართველოს ეროვნული ინტერესების ღირსეულად წარმოდგენა და ქვეყნის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების ეფექტიანი განხორციელება უსურვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები