LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საოცრება დატრიალდა, სულ რაღაც 24 საათში მთელი საქართველო ფეხზე დადგა, ლუკა სამკურნალოდ სტამბოლში შაბათს გაემგზავრება“ – 7 წლის ლუკასთვის მკურნალობის თანხა შეგროვდა

824
ლუკა

7 წლის ლუკასთვის მკურნალობის თანხა შეგროვდა.

სასიხარულო ინფორმაციას სოციალურ ქსელში თათა ცინცაძე გვიზიარებს.

როგორც თათა ცინცაძე წერს, ლუკა სამკურნალოდ სტამბოლში შაბათს გაემგზავრება.

„მეგობრებო, საოცრება დატრიალდა…

ჩვენი უსაყვარლესი ლუკა, ჩვენი ვარსკვლავ ბიჭუნა, ამ შაბათს უკვე სტამბოლში გაემგზავრება სამკურნალოდ. ეს ყველაფერი კი თქვენი კეთილი, ჯადოქარი ადამიანების დამსახურებაა.

მკურნალობის თანხა სრულად შეგროვდა!

ვერ ვიკავებ ემოციებს… სულ რაღაც 24 საათში მთელი საქართველო ფეხზე დადგა. კიდევ ერთხელ დავინახეთ, რას ნიშნავს ერთობა, თანადგომა და ერთმანეთის სიყვარული.

ეს არის ჩვენი საქართველო!

ქვეყანა, სადაც ადამიანები სხვისი ტკივილის გაზიარებას საკუთარ საქმედ აქცევენ და ერთად ნამდვილ სასწაულებს ახდენენ.

მჯერა, რომ 6 თვის შემდეგ ჩვენი ლუკა ყველაზე ჯანმრთელი და ყველაზე ბედნიერი დაგვიბრუნდება.

ლუკა, ჩემო პატარა იცოდე შენ მარტო არასოდეს იქნები. შენს უკან მთელი ქვეყნის სიყვარული და ლოცვა დგას. არაფრის შეგეშინდეს, ჩვენ ყველანი შენთან ვართ და ერთად ვიზეიმებთ შენს სრულ გამოჯანმრთელებას!

უდიდესი მადლობა თითოეულ თქვენგანს !!! ყველას, ვინც გაიღო თანხა, გააზიარა პოსტი, ილოცა, გულთან მიიტანა ეს ისტორია. თქვენ სიცოცხლის იმედი აჩუქეთ ერთ პატარა საოცარ ბიჭს და მის ოჯახს.

ამაყი ვარ, რომ ამ ქვეყნის შვილი ვარ. ამაყი ვარ, რომ ასეთ ადამიანებთან ერთად ვცხოვრობ და ამაყი ვარ რომ ეს შევძელით !!!

მიყვარხართ ხალხნოოო და ნამდვილო ადამიანებო !!

რამდენიმე თვეში ეს პოსტი ლუკას გამარჯვების ისტორიით უნდა გავაგრძელო

ეს ჩემი გადაღებული ფოტოა, ოპერაციამდე რამდენიმე დღით ადრე,“ – წერს თათა ცინცაძე.

„გთხოვთ, გავერთიანდეთ ლუკასთვის…7 წლის ბიჭს თავის ტვინის ავთვისებიანი სიმსივნე დაუდგინდა“ – ლუკა ბესელიძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება

ცნობისთვის, პატარა ბიჭუნას დაუდასტურდა თავის ტვინის ავთვისებიანი სიმსივნე, მედულობლასტომა ნათხემზე, რომელსაც თან ახლდა ჰიდროცეფალია.

მკურნალობა დიდ თანხებთანაა დაკავშირებული.

Screenshot
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები