სილვია პლათის საკულტო რომანის, The Bell Jar მომავალ კინოადაპტაციაზე მუშაობა აქტიურ ფაზაში შევიდა.
როდის შედგება ფილმის პრემიერა, ამ ეტაპზე უცნობია. მომავალი პროექტის რეჟისორი, ,,ოსკაროსანი” – სარა პოლი.
ახლახან, გავრცელდა პირველი კადრები ფილმის გადაღებებიდან, რომლებიც კანადაში, ქალაქ ტორონტოში მიმდინარეობს.
ახალ სურათში მთავარ პერსონაჟს, ესთერ გრინვუდს, ბილი აილიში განასახიერებს, რომლისთვისაც ეს სამსახიობო დებიუტია.
გავრცელებულ კადრებში სწორედ ეს უკანასკნელია აღბეჭდილი, რომელიც 1950-იანი წლების ვიზუალითა და რეტრო სტილის სამოსით არის წარმოდგენილი.



ცნობისთვის, ფილმი ამერიკელი მწერლის 1963 წელს გამოცემულ, აღიარებულ ავტობიოგრაფიულ ნაწარმოებს ეფუძნება. წიგნი ახალგაზრდა ესთერ გრინვუდის ფსიქოლოგიურ კრიზისზე მოგვითხრობს. ის არის ნიჭიერი სტუდენტი გარეუბნიდან, რომელიც ნიუ-იორკის პრესტიჟულ მოდურ ჟურნალში ერთთვიან სტაჟირებას მოიპოვებს. ნაცვლად იმისა, რომ ამ წარმატებით დაკმაყოფილდეს, ესთერი დიდ ქალაქში თავს უცხოდ გრძნობს და მძიმე დეპრესიაში იძირება.