LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კაროლ ჯიმ ბრუნო მარსთან დუეტი გამოუშვა, რომელსაც Die with a Smile-ის გაგრძელებად აფასებენ

104
photo-collage.png

კაროლ ჯიმ და ბრუნო მარსმა ერთობლივი სიმღერა – Still გამოუშვეს. ტრეკი შევიდა კაროლ ჯის ახალ, მეექვსე სტუდიურ ალბომში – No Me Arrepiento de Sentir Tanto, რომლის რელიზი, 7 აგვისტოს შედგა.

აღსანიშნავია, რომ კომპოზიცია კაროლ ჯისთვის პირველი, სრულად ინგლისურენოვანი სიმღერაა, ბრუნო მარსისთვის კი მორიგი გლობალური კოლაბორაცია ქალ არტისტთან, რამაც მას ,,დუეტების მეფის” სტატუსი კიდევ უფრო განუმტკიცა.

Still კრიტიკოსებისა და მსმენელების მიერ ლედი გაგასა და ბრუნო მარსის ჰიტის – Die with a Smile სულიერ გაგრძელებად შეფასდა.

ორივე ნამუშევარი არის მასშტაბური, ემოციური და ნოსტალგიური ბალადა უპირობო, ძლიერ სიყვარულსა და ერთგულებაზე, თუმცა, თუ Die with a Smile სამყაროს დასასრულის ფონზე ერთად ყოფნას ეხება, Still დაშორების შემდეგ დარჩენილ გრძნობებს აღწერს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები