ჯორჯ და ამალ კლუნები შვილებთან ერთად პირველად გამოჩნდნენ. პაპარაცებმა 65 წლის ჯორჯი და 48 წლის ამალი 9 წლის ტყუპებთან ალექსანდერთან და ელლსთან ერთად იტალიაში დასვენების დროს გადაიღეს. ისინი კომოს ტბაზე მდებარე ისტორიული ვილისკენ მიემართებოდნენ.
XVIII საუკუნის ვილაში კლუნების ფონდმა მასშტაბურ საქველმოქმედო საღამოს უმასპინძლა. ღონისძიებაზე ამალ კლუნი ელეგანტურ, ლურჯ, გრძელ კაბაში გამოჩნდა, ჯორჯს კი ნაცრისფერი კოსტიუმი ეცვა.
ოჯახის ერთობლივი გამოჩენამ საზოგადოების ყურადღება მიიპყრო, რადგან ჯორჯი და ამალი შვილების პირად ცხოვრებას მაქსიმალურად უფრთხილდებიან და მათ საჯარო ღონისძიებებზე იშვიათად აჩენენ.
„ფეხზე რა კოშმარები აცვია!“ – ამალ კლუნის „ლუქი“ კრიტიკის ობიექტი გახდა – წყვილის უახლესი გამოჩენა
სამაგალითო წყვილი, სამაგალითო „ლუქით“ – ჯორჯ და ამალ კლუნები წითელ ხალიჩაზე ბრწყინავენ


