LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გურამი 9 წლის იყო, როცა საზღვარგარეთ წავედი სამუშაოდ… მამიდასთან კონფლიქტი არ მქონია…“ – რას პასუხობს გავრცელებულ ჭორებს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა

8140
გურამ დადიანიძის საქმე

ჟურნალ „სარკესთან“ საუბრობს წლების წინ გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა, სოფო ბიბილაშვილი:

„ამ ხნის განმავლობაში ბევრი ადამიანი ცრუ ინფორმაციას მაწვდიდა. მეუბნებოდნენ, რომ ჩემი შვილი მონასტერში ნახეს. თუ ვინმე რამეს მეტყოდა, აუცილებლად მივდიოდი და ვამოწმებდი, მაგრამ კვალს ვერ მივაგენი. ახლა კი ისეთი გამოძიება მიდის, მჯერა, ბოლომდე გავალ. ბავშვი, ფაქტობრივად, გაქრა, არსად არის არც მკვდარი, არც ცოცხალი. საიდანაც ვინმემ ხმა მომაწვდინა, ყველგან ვეძებდი…“

12 წლის წინ დაკარგული გურამ დადიანიძის დედა მიმართვას ავრცელებს: „ჩემი ერთადერთი სურვილი შვილის პოვნაა, რაც უნდა ეცადოთ ჩემს გაშავებას, ღმერთი ხედავს, რომ მართალი ვარ“

2014 წელს, დუშეთის მუნიციპალიტეტში გაუჩინარებული არასრულწლოვანის, გურამ დადიანიძის დედა, სოფო ბიბილაშვილი მიმართვას სოციალურ ქსელში ავრცელებს.

სოფო ბიბილაშვილი ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, თუ რატომ ცხოვრობდა გურამი მამიდასთან გარკვეული პერიოდი:

„9 წლის იყო, როდესაც მე საქართველოდან საზღვარგარეთ სამუშაოდ წავედი. მერე გორში, ჩემს ძმასთან ცხოვრობდა და ქალაქის სკოლაში სწავლობდა. მეშვიდიდან მეცხრე კლასის ჩათვლით თბილისში ცხოვრობდა მამიდასთან. მეცხრე კლასიდან სკოლიდან გამოვიდა და ჩემთან იყო თურქეთში. მე წავიყვანე მინდობილობით. გადადიოდა და გადმოდიოდა.

მამასთან ერთად არ ცხოვრობდით?

არა, გაშორებულები ვიყავით, მაგრამ ბავშვის გამო ვურთიერთობდით და არც კონფლიქტი გვქონია…“

გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა პასუხობს იმ ჭორებს, რაც მის ოჯახთან დაკავშირებით ისმის:

„მამიდასთან კონფლიქტი არ მქონია. მისვლა-მოსვლა არ გვაქვს ახლა, მაგრამ მე რომ ვეძებდი ბავშვს და ამის გამო სადმე ვიყავი წასული, სულ მეკითხებოდა, რა ხდებოდა. ახლაც მეკითხება, როგორ მიდის გამოძიება, რა ეტაპზეა და ა.შ. მაშინ მამიდასთან იყო და ექსკურსიაზე რომ არ გაეშვა, ჩემი ბიჭი ისეთია, ეწყინებოდა. მამიდა იმ ექსკურსიაზე არ ყოფილა, ტყუილ ინფორმაციას ავრცელებენ. ბიჭი მეზობელ ბავშვებთან ერთად გაუშვა. იქ რა მოხდა, მეც გადმოცემით ვიცი და მამიდამაც…“

„მოგიკვდეს ჩემი თავი შენ… შვილო, რას არ გაბრალებენ დე… გამოჩნდი და ყველას მე გავცემ პასუხს ჩემო ერთადერთო“ – სოფო ბიბილაშვილი ემოციურ პოსტს აქვეყნებს

შეგახსენებთ, 17 წლის გურამ დადიანიძე 12 წლის წინ, 2014 წელს, დუშეთის რაიონის სოფელ ქვემო მლეთაში გაუჩინარდა, ის ლომისობის დღესასწაულზე ექსკურსიაზე იმყოფებოდა. საქმე დღემდე გაუხსნელად ითვლება, ვინაიდან გურამ დადიანიძის კვალს ვერ მიაგნეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, გურამ დადიანიძის გაუჩინარების საქმის ფარგლებში იმ ტერიტორიის ხელახალი შემოწმება დაიწყო, საიდანაც 2014 წელს დაკარგულის კვალი გაქრა.

ცნობისთვის, სოფო ბიბილაშვილის ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ რამდენიმე დღის წინ ინფორმაცია გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, ჩატარებული სამძებრო სამუშაოების შედეგად მეწყერის ვერსია გამოირიცხა.

ვიდეო: „რა სიმწარეც გამოვიარე, როგორ გავუძელი არ ვიცი… ალბათ იმას ფიქრობდნენ, „გული გაუსკდება, მოკვდება და ეს ამბავიც დამთავრდება გაუხსნელიო“… ყველამ აგოს პასუხი, ვინც 12 წლის მანძილზე ასე სასტიკად მომექცა“ – დაკარგული გურამ დადიანიძის დედა, სოფო ბიბილაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები