LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,გუჩის” ახალი კამპანია კეიტ მოსის მონაწილეობით, რომლის ვიდეოში სუპერმოდელი კრის აიზეკის საკულტო ჰიტს – Wicked Game ასრულებს

114
photo-collage.png (79)

დემნას ახალი, სენსაციური და ემოციური ხედვა Gucci-სთვის, რომელიც ძველი მოდის კამპანიებისგან განსხვავებით, უფრო მუსიკალურ კლიპსა და ხელოვნების ნიმუშს ჰგავს, სოციალურ ქსელებს იპყრობს.

იტალიური მოდის სახლმა, ,,გუჩი” ახალი კრეატიული დირექტორის, დემნას ვიზუალური ხედვითა და რეჟისორ, იოჰან რენკის მიერ გადაღებული კინემატოგრაფიული ვიდეორგოლით ახალი კამპანია სახელწოდებით – PRIMAVERA წარადგინა.

ეს წარმოშობით ქართველი დიზაინერის სადებიუტო კოლექციის კამპანია, რომელიც მან იტალიური გიგანტისთვის შექმნა.

კოლექცია შთაგონებულია უფიცის გალერეაში არსებული ბოტიჩელის ნამუშევრებით და აერთიანებს ბრენდის მემკვიდრეობასა და 1990-იანი წლების სენსუალურ, თეატრალურ ესთეტიკას.

ვიდეო, რომელშიც სუპერმოდელი, კეიტ მოსი მონაწილეობს, აბალანსებს სექსუალურობასა და მისტიკურ, ოდნავ საშიშ ესთეტიკას. სიუჟეტის მიხედვით, მოსი ჰიპნოზს უკეთებს გარშემომყოფებს, რომელთაც Gucci-ს სამოსი აცვიათ. ის მათ აღვიძებს ინდიფერენტულობისგან და უბიძგებს ადამიანური კავშირისა და ერთმანეთის შეყვარებისკენ.

52 წლის ლამაზმანი ამ ეფექტს კრის აიზეკის საკულტო ჰიტის – Wicked Game ლიფ-სინქით  აღწევს.

აღსანიშნავია, რომ Gucci Primavera-ს ამ მასშტაბურ კამპანიაში მსოფლიო შოუბიზნესის, სპორტისა და მოდის ინდუსტრიის 11 წამყვანი ვარსკვლავი მონაწილეობს. პროექტი ორ ნაწილად არის გაყოფილი: კინემატოგრაფიული ვიდეორგოლი და ძირითადი ფოტოკამპანია.

ფოტოგრაფ, მიხალ ჩელბინის მიერ რენესანსის სტილში გადაღებულ ძირითად კამპანიაში ბრენდის გლობალური ამბასადორები და სხვა ისეთი სელებრითები მონაწილეობენ, როგორებიც არიან: ამერიკული ფეხბურთის ლეგენდა, ტომ ბრედი, კანადელი მუსიკოსი, შონ მენდესი, სამხრეთკორეული სუპერჯგუფის, BTS-ის წევრი, ჯინი და სხვები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები