ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სანდასუფთავების მანქანა ამავე კომპანიის თანამშრომელს დაეჯახა, შეჯახების შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევა ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში მოხდა.
როგორც გამოცემა „ბათუმელებთან“ თვითმხილველები აღნიშნავენ, დასუფთავების მანქანა უკუსვლით მოძრაობდა, რა დროსაც ის თანამშრომელს დაეჯახა.
როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით, რაც გულისხმობს ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
