„მალე დედაქალაქის მოსახლეობას მეტროს განახლებული შემადგენლობა მოემსახურება – ახალი ვაგონების პირველი პარტია ექსპლუატაციისთვის უკვე მზადაა“, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, მეტროს განახლება და ახალი ვაგონების შემოყვანა ქალაქის სატრანსპორტო სისტემის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა.
„ახალი მოძრავი შემადგენლობა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მგზავრთა კომფორტს, უსაფრთხოებასა და მომსახურების ხარისხს და თბილისის მეტროს თანამედროვე სტანდარტებთან კიდევ უფრო დააახლოებს“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
