კიმ კარდაშიანმა გულისხმიერება კიდევ ერთხელ გამოიჩინა. ცნობილი გახდა, რომ 45 წლის ტელევარსკვლავმა და ბიზნესვუმენმა ბავშვობის საუკეთესო მეგობრის, ზოი ვინკლერ რეინისის საქველმოქმედო ორგანიზაციას – This Is About Humanity, სოლიდური თანხა გადაურიცხა.
გასულ უქმეებზე გამართულ საქველმოქმედო საღამოს, კიმ კარდაშიანთან ერთად, ზოის მამა — ლეგენდარული ამერიკელი მსახიობი, ჰენრი ვინკლერიც ესწრებოდა.
ღონისძიების იმ ნაწილში, რომელიც ფონდისთვის ფინანსების მობილიზებას ეთმობოდა, კიმმა ორგანიზაციის მხარდასაჭერად, 50,000 აშშ დოლარის დონაცია განახორციელა.
ცნობისთვის, საქველმოქმედო პლატფორმა – This Is About Humanity მიზნად ისახავს საზღვრისპირა რეგიონებში დაუცველი ოჯახებისა და ბავშვების დახმარებას, მათთვის თავშესაფრის, საკვებისა და აუცილებელი რესურსების მიწოდებას.
კიმ კარდაშიანი ორგანიზაციას წლებია აქტიურად უჭერს მხარს.