LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ისტორია მეორდება!“ – სინდი კროუფორდისა და რიჩარდ გირის შვილების უახლესი ვიდეო მედიას იპყრობს

702
page

სუპერმოდელ, სინდი კროუფორდისა და მსახიობ, რიჩარდ გირის შვილები, 24 წლის კაია გერბერი და 26 წლის ჰომერ გირი კვლავ მედიის ყურადღების ცენტრში მოექცნენ.

როცა სამყაროს თავისი გათვლები აქვს – სინდი კროუფორდისა და რიჩარდ გირის შვილები Vogue-ის გარეკანზე ერთად გამოჩნდნენ

ისინი ერთად რაიან მერფის ახალ სერიალში „ნამსხვრევები“ (The Shards) მონაწილეობენ. პროექტის პრომოუშენის ფარგლებში ტელე-წყვილი ნიუ-იორკში, Casa Magazines NYC-ში გაჩერდნენ, რათა სექტემბრის Vogue-ის ჟურნალი ერთად დაეთვალიერებინათ. ვიდეომ მედია სივრცე დაიპყრო.

„ისტორია მეორდება!“ – ასე აფასებენ მედიაში მსახიობების ერთად გამოჩენას.

დედა თუ შვილი? – 7 ფოტო, სადაც კაია გერბერსა და სინდი კროუფორდს ერთმანეთისგან ვერ განასხვავებთ

ცნობისთვის, სინდი კროუფორდი და რიჩარდ გირი დაახლოებით 7 წელი იყვნენ ერთად. განქორწინების შემდეგ რიჩარდ გირმა მსახიობ და მოდელ, კერი ლოუელთან დაიწყო ურთიერთობა.

2000 წელს წყვილს ვაჟი, ჰომერი შეეძინა, ორი წლის შემდეგ კი ისინი დაქორწინდნენ. მათი ქორწინება 2016 წელს დასრულდა. განქორწინებამდე ცოტა ხნით ადრე გირმა პუბლიცისტ, ალეხანდრა სილვასთან დაიწყო ურთიერთობა. წყვილმა 2018 წელს იქორწინა და დღეს ორ ვაჟს ზრდიან.

რაც შეეხება სინდი კროუფორდს, ის მანეკენსა და რესტორატორ, რენდი გერბერზე დაქორწინდა. 1999 წელს მათ ვაჟი, პრესლი, შეეძინათ, ორი წლის შემდეგ კაია გაჩნდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები