LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არავინ მეგულება სხვა, ვისთან ერთადაც მთელ ცხოვრებას გავატარებდი – ალეხანდრა სილვა რიჩარდ გირს 77 წლის იუბილეს ულოცავს

253
page

რიჩარდ გირმა 77 წლის იუბილე იზეიმა. მისმა მეუღლემ, ალეხანდრა სილვამ საყვარელ მამაკაცს დაბადების დღეს ემოციური სიტყვებით მიულოცა.

„არავინ მეგულება სხვა, ვისთან ერთადაც მთელ ცხოვრებას გავატარებდი. გილოცავ დაბადების დღეს, მიყვარხარ. ჩვენ გვიყვარხარ“, – დაწერა ალეხანდრამ და ოჯახური თბილი ფოტოები გაავრცელა.

აღსანიშნავია, რომ ბოლო კვირების განმავლობაში რიჩარდ გირი არაერთხელ გახდა კრიტიკის სამიზნე. საქმე ისაა, რომ ის ახალ ფილმში, Asymmetry იღებს მონაწილეობას, სადაც მას პარტნიორობას 48 წლით უმცროსი მსახიობი, დიანა სილვერსი უწევს.

საზოგადოების აზრით, მთავარ გმირებს შორის დიდი, 48 წლიანი ასაკობრივი სხვაობა ზედმეტად თვალსაჩინოა და „ისინი ერთმანეთს საერთოდ არ შეეფერებიან“.

48 წლიანი ასაკობრივი სხვაობა და „შეუფერებელი წყვილი“ – მედიაში 76 წლის რიჩარდ გირის უახლეს გამოჩენას აკრიტიკებენ

შეგახსენებთ, რიჩარდ გირი და ალეხანდრა სილვა 2014 წლიდან ერთად არიან, მათ ორი საერთო შვილი ჰყავთ.

რიჩარდ გირის ოჯახური ჰარმონია – 76 წლის მსახიობი ოჯახთან ერთად შეერთებულ შტატებში დაბრუნდა – უახლესი ფოტოები

რიჩარდ გირისა და ალეხანდრა სილვას მოწიფულ ასაკში ნაპოვნი სიყვარული – წყვილის ზრუნვით აღსავსე ვიდეო ინტერნეტსივრცეს იპყრობს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები