დღეს გეომაგნიტური დღეა. ამასთან, დღეს, ხვალ და ზეგ, ზედიზედ სამი გეომაგნიტური დღეა, რაც შესაძლოა ადამიანებში შინაგან დისკომფორტს იწვევდეს. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. თუ წნევასთან დაკავშირებული პრობლემა დაფიქსირდება, საჭიროების შემთხვევაში გამოიყენეთ შესაბამისი მედიკამენტი ან ყავა, რათა წნევა და ორგანიზმის მდგომარეობა დაარეგულიროთ და თავი უკეთ იგრძნოთ.
ყურადღება მიაქციეთ მიმართულებადაკარგული (უკურსო) მთვარის პერიოდს, რომელიც ღამის პირველ საათებში დაიწყება და 12:12 საათამდე გაგრძელდება. ამ პერიოდში მძღოლებს, განსაკუთრებით მათ, ვინც გზაზე გადაადგილდება, განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ, რადგან ყურადღების მოდუნება შესაძლოა არასასურველი ტრავმებისა და ავარიების მიზეზი გახდეს.
განსაკუთრებით კი, ხვალინდელი ახალმთვარეობის წინ, ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, რომელთა ალბათობაც დღეს გაიზრდება. ფარული საიდუმლოს გამჟღავნებამ შესაძლოა შემდგომი კონფლიქტი გამოიწვიოს.
დღის ზოგადი ტენდენციები:
დღე ხელსაყრელია კონტაქტებისთვის, დაწყებული საქმის დასასრულებლად, მეგობრული ურთიერთობებისთვის, კულტურულ-გასართობი ღონისძიებებისთვის, შემოქმედებითი საქმიანობისთვის, საიუბილეო ღონისძიებებისთვის, ასევე დიზაინისა და არქიტექტურის საკითხებისთვის.
დღეს არ არის სასურველი დოკუმენტებზე ხელის მოწერა, ახალი საქმის დაწყება, ავტომობილით გადაადგილებისას სიჩქარის გადაჭარბება.
ამასთან, პარტნიორულ ურთიერთობებში დახმარების სურვილი გაიზრდება.
მოერიდეთ ხასიათის ცვალებადობას და ეცადეთ, მის გავლენას არ აჰყვეთ. ასევე არ არის სასურველი მოძრავი ქონებით ვაჭრობა.
დღევანდელი სიზმრები მოგვიანებით ახდება.
ჯანმრთელობა:
დღის განმავლობაში სუსტდება ყელის არე, ენდოკრინული სისტემა, მათ შორის ფარისებრი ჯირკვალი, თირკმელები და კანის არე. ამ ორგანოებთან დაკავშირებული ოპერაციების ჩატარება (განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა) რეკომენდებული არ არის.
დღეს ეფექტურია კბილების, გრძნობათა ორგანოების მკურნალობა და კოსმეტიკური პროცედურების ჩატარება.
მოერიდეთ ზედმეტი მარილის მიღებას. ასევე სასურველია თავი შეიკავოთ თხილის, თაფლისა და სხვა ალერგიის გამომწვევი პროდუქტებისგან.
დღის მინერალები და ფერები:
მინერალებიდან გამოიყენეთ ნეფრიტი, ლაზურიტი, ჟადეიტი, საფირონი და ტოპაზი. ეს ქვები ხელს შეუწყობს დადებითი კოსმიური ენერგიებისა და ცხოვრებისეული შესაძლებლობების მოზიდვას.
ტანსაცმელში ლურჯი, ცისფერი, ბეჟი, ნაცრისფერი და ყვითელი ტონები, როგორც ცალ-ცალკე, ისე ერთმანეთთან კომბინაციაში, გააძლიერებს თქვენს მიმზიდველობასა და შარმს.
ზოდიაქოს ნიშნები:
დღე ძალიან კარგია ვერძისა და ტყუპების ზოდიაქოს ნიშნებისთვის.
შედარებით დაძაბულია ქალწულისა და მორიელის ნიშნებისთვის, რომელთაც მეტი ყურადღება მართებთ საკუთარი ჯანმრთელობისა და დღის სხვა ნეგატიური გამოვლინებების მიმართ.
დანარჩენი ზოდიაქოს ნიშნებისთვის დღე წარმატების თვალსაზრისით საშუალოა.