LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მესი, მესი, ო მესი: მეფის 43-ე ჰეთ-თრიკი და სხვა საოცრებები

2018-12-16-LEVANTE-BARCELONA-02-Optimized

ლეო მესი 21-ე საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელის ნომინაციაში კონკურენტებს ანადგურებს. არგენტინელმა კვირა საღამოს „ლევანტე“ დაშალა: საგოლედ უპასა ლუის სუარესს და თვითონ კი სამჯერ გაიტანა. მერე პიკესაც დაეხმარა გატანაში.
ბოლო 7 წელიწადში მესიმ გოლი+პასის სისტემით ერთ მატჩში 5 ქულა პირველად მოაგროვა.

ახლა მესის 43 ჰეთ-თრიკი აქვს „ბარსაში“. ლა ლიგის ისტორიაში მხოლოდ ერთს აქვს უფრო მეტი: კრიშტიანოს – 44.

2018 წელს მესიმ ყველა ტურნირზე 50 გოლი გაიტანა. ამაზე მეტი კალენდარულ წელს არავის გაუტანია. 2017 წელს მესის 54 გოლი ქონდა.

ესპანეთის წლევანდელ ჩემპიონატში მესის 13 გოლი აქვს. ეს საუკეთესო მაჩვენებელია ტოპ 5 ლიგაში. ის ასევე პირველია ტოპ 5-ში, ვისაც 10+ ასისტი მოუგროვდა.

2010 წლიდან მოყოლებული 31 წლის მესის ცხრა შემთხვევიდან 8-ში მინიმუმ 50 გოლი გაქონდა (კლუბსა და ნაკრებში). მხოლოდ 2013 წელს გაიტანა 45 გოლი. საუკეთესო შედეგად და მსოფლიო რეკორდად რჩება 91 გოლი 2012 წელს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g