ეკა კვესიტაძე ახლახან, სოციალურ ქსელში ჟურნალისტ მერაბ მეტრეველის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ეს უკანასკნელი მას და გიორგი ლაფერაშვილს არაკოლეგიალურ განცხადებებში ადანაშაულებდა. მერაბ მეტრეველი ამბობს, რომ გუშინ, „რუსთავი 2“-ის გადაცემაში ეკა კვესიტაძე და გიორგი ლაფერაშვილი მის მიმართ ღვარძლსა აფრქვევდნენ, რაც თავად არასდროს გაუკეთებია და ასევე გაიხსენა, რომ როდესაც ეკა კვესიტაძე „პირველი არხიდან“ გამოუშვეს, მის ადგილას მისვლაზე უარი განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ კარგი ხელფასი შესთავაზეს…
ეკა კვესიტაძე სწორედ მის განცხადებებს პასუხობს პოსტით, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ;
„ორშაბათს, როცა ხალხს ქუჩაში გამოსვლისკენ მოვუწოდებდით, „რუსთავი 2“–ის დასაცავად პოსტი დაწერე, რომ როგორ არ უნდა გამოვიდეს ხალხი ქუჩაში ამორალური პარტიის მოწოდებაზე – რომ გკითხეს ეხებოდა თუ არა ეს პოსტი „რუსთავი 2“–ს, მალევე დაარედაქტირე, მაგრამ ირიბი კავშირი ძალიან ადვილი მისახვედრი იყო – ნებისმიერ სხვა დღეს შეგეძლო, ასეთი ტიპის პოსტი დაგეწერა.
გუშინ, როცა ჩვენ ვაპროტესტებდით „რუსთავი 2“–ის წინააღმდეგ ხელისუფლების ბრძოლას მოსამართლე ურთმელიძის გამოყენებით, შენ დაწერე სტატუსი, სადაც სხვა ჟურნალისტებს ჩვენ წინააღმდეგ აქეზებდი, თან ცრუ ბრალდებით – თითქოს რომელიმე ჩვენგან სხვა ჟურნალისტებზე გვეთქვას, რომ ისინი ხელისუფლების მსახურები არიან, რაც ძალიან მდაბალი საქციელია. აბა, ერთი კონკრეტული ციტატა – რომელიც ჩვენ გვეკუთვნის და სადაც მსგავს რამეს ვამბობთ!!!!
ვიცი, ახლაც შეიძლება გაგიჭირდეს გაგება, მაგრამ ჩვენ ერთ რამეს ვამბობთ – რუსთავი არის ტელევიზია, რომელიც ხელისუფლების მიმართ ყველაზე კრიტიკულად არის განწყობილი – რამე არასწორია? თუ იმ ტელევიზიების სარედაქციო პოლიტიკას მომიყვან მაგალითად, რომლებმაც სულ ახლახან თოქშოუები დახურეს, რომლის წიაღიდან დღეს ვინმე თეონა გეგელია, რომელმაც ჟურნალისტური კარიერა „მე-9 არხის“ დილის პროგრამაში დაიწყო, „პარტიის ბუტკას“ გვეძახის. თუ „პალიტრა ტვ“–ის ადარებ „რუსთავი 2“? რომელიც მოსახლეობის 90%-ს ნანახიც კი არ აქვს (რამდენად კრიტიკულია, ეს ცალკე საკითხია).
სენტიმენტალური ისტორია რომ მოყევი, რაღაც შემოთავაზებაზე და ორმაგ ხელფასზე, თითქოს ჩემ გამო თქვი უარი მაგ პოზიციაზე, მართლა ძალიან სამარცხვინოა – შენ ის არ ხარ, მაგ შემოთავაზების გამო, ივანიშვილს რომ შეკითხვა არ დაუსვი კვესიტაძისა და პაიჭაძის გადაცემის დახურვაზე? თუ ძველი პოსტები ამოვაგდო?
ხო, ციტატებს ველოდები… და პირობას ვდებ საჯაროდ, რომ ეს შენთან გაბაასების ბოლო მცდელობაა…“