სეთ როგენმა ,,ტვიტერზე” სახალისო პოსტი გამოაქვეყნა, საიდანაც ცნობილი გახდა, რომ მას აქამდე შავ-თეთრი ფილმი Angels with Even Filthier Souls, რომელსაც მაკოლეი კალკინის პერსონაჟი ოჯახურ კომედიაში ,,მარტო სახლში” უყურებს, რეალურად არსებული ძველი კინოსურათი ეგონა.
,,მთელი ჩემი ბავშვობა, ვფიქრობდი, რომ კინო, რომელსაც კევინი ,,მარტო სახლში” უყურებდა, რეალურად ძველი ფილმი იყო”, – დაწერა 36 წლის კომიკოსმა.
My entire childhood, I thought the old timey movie that Kevin watches in Home Alone (Angels With Filthy Souls) was actually an old movie.
— Seth Rogen (@Sethrogen) December 25, 2018
გაირკვა, რომ ტყუილში არა მხოლოდ სეთ როგენს, არამედ თავად მაკოლეი კალკინსაც უცხოვრია, რადგან მან სიმართლე სწორედ როგენის პოსტიდან შეიტყო.
Me too! https://t.co/Y24cIHLNlM
— Macaulay Culkin (@IncredibleCulk) December 26, 2018
აღსანიშნავია, რომ ინფორმაცია მოულოდნელი აღმოჩნდა კრის ევანსისთვისაც.
,,არ არის?”, – იკითხა გაოცებულმა ,,კაპიტანმა ამერიკამ”.
https://twitter.com/ChrisEvans/status/1077700667131731974
შეგახსენებთ, რომ კრის კოლამბუსმა Angels with Even Filthier Souls სპეციალურად საახალწლო კომედიისთვის გადაიღო.