ქარდი ბიმ ოფიციალურად დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მისი ახალი სტუდიური ალბომი დღის სინათლეს 2019 წელს იხილავს. ცნობილია, რომ სიახლის რელიზს ეპატაჟური არტისტი აპრილში გეგმავს, რასაც სიმბოლური დატვირთვა აქვს.
,,ახალი დისკი, რა თქმა უნდა, 2019-ში გამოვა. იმედი მაქვს, ფირფიტის რელიზს Invasion of Privacy-ის გამოსვლის თარიღს დავამთხვევ”, – თქვა ,,ინსტაგრამ ლაივის” მიმდინარეობისას 26 წლის რეპერმა.
Y’all looking forward to a new album from CardiB? 🤔 @iamcardib pic.twitter.com/DBBEoPukG5
— WORLDSTARHIPHOP (@WORLDSTAR) January 1, 2019
შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა ჰიპ-ჰოპ შემსრულებლის სადებიუტო სტუდიური ალბომი, რომლისთვისაც ის ,,გრემის” ხუთ ნომინაციაშია წარგენილი, გასული წლის აპრილში გამოვიდა.