LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რისი თქმაც არ შეიძლება მამაკაცისთვის – შვიდი ფრაზა, რომელთაც თქვენი ურთიერთობის გაფუჭება შეუძლია

123

ამბობენ, რომ მამაკაცს თვალებით უყვარს, ქალს კი – ყურებით. თუმცა, ძლიერი სქესი არანაკლებ მგრძნობიარეა როგორც კომპლიმენტების, ასევე დაუფიქრებლად ნათქვამი ფრაზების მიმართ. გავიგოთ, რისი თქმა არ ღირს საყვარელი მამაკაცისთვის.

“მოდი, ამას მე თვითონ გავაკეთებ”

21-ე საუკუნეშიც კი, როცა ქალმა თითქოს ხელიდან გამოგლიჯა ძლიერ სქესს ყველა უფლება და შესაძლებლობა, მამაკაცს ისევ ძველებურად სურს იყოს დამცველი, მარჩენალი და ”მონადირე”. შესაძლოა, თქვენ უფრო კარგად ასრულებთ მარჩენალის როლს, ვიდრე თქვენი რჩეული მაგრამ მაინც ნუ იჩქარებთ თქვენი უპირატესობის დემონსტრირებას და მამაკაცის იმ რჩევებით წალეკვას, რომლებიც მას არც უკითხავს. ამ მეთოდით თქვენ ვერ შეძლებთ მის აღზრდას, გმირობის ჩადენის სურვილს კი, სამუდამოდ მოუსპობთ.

“როგორ მომბეზრდა შენი მეგობრები!”

შესაძლოა, თქვენი რჩეულის მეგობრები თქვენ ინფანტილურ უსაქმურებად გეჩვენებათ, მაგრამ ის, მათში იმ ერთგულ მეგობრებს ხედავს, რომლებსაც ბავშვობიდან იცნობს, უყვარს, პატივს სცემს, საიდუმლოებებს უზიარებს და ყოველთვის თავისუფლად შეუძლია ესესხოს ფული ხელფასამდე. მათთვის ომის გამოცხადებით, თქვენ არა მარტო უგუნურად იქცევით, არამედ თავიდანვე წირავთ საკუთარ თავს მარცხისთვის. მაშინაც კი, თუ თქვენი რჩეული თქვენს კაპრიზს დაჰყვება და დაშორდება მეგობრებს, ვერასდროს შეძლებს თქვენთვის ამის პატიებას.

“მე ისეთი მსუქანი ვარ…”

გულახდილები ვიყოთ და ვაღიაროთ, რომ ეს ფრაზა სინამდვილეში ნიშნავს – “სასწრაფოდ მითხარი, რომ ძალიან ლამაზი ვარ!” და თუ ასეა, მაშინ რატომ პირდაპირ არ შეიძლება თხოვოთ საყვარელ ადამიანს გითხრათ კომპლიმენტი. გაითვალისწინეთ, რომ მამაკაცებს არ უყვართ (ან არ ესმით) ქარაგმით ნათქვამი და როგორც წესი, ყველაფერს პირდაპირ გებულობენ. ასე რომ კითხვაზე: “გავსუქდი თუ არა?” მზად იყავით შოკისმომგვრელ პასუხის მისაღებად, რომელიც ნამდვილად არ მოგეწონებათ.

“მე ხომ ვამბობდი!”

ძალიან ცოტა რამეს თუ შეუძლია ურთიერთობის გაფუჭება ისე, როგორც მანიაკალურ სურვილს იყო ყოველთვის მართალი. თუ თქვენი საყვარელი ადამიანი, თქვენი რჩევის მიუხედავად მაინც უარს ამბობს სასარგებლო თანამდებობაზე, ჯიუტად ებმება თვიდანცვე მარცხისთვის განწირულ პროექტში, აბანდებს ფულს სარისკო საქმიანობაში და განიცდის მარცხს, თავი შეიკავეთ ცდუნებისგან და არ დააბიჯოთ ფეხი ისედაც მტკივნეულ ადგილზე. მამაკაცი მაშინაც მზადაა აღიაროს საკუთარი შეცდომები და ისწავლოს ჭკუა, როცა თავმოყვარეობა არ აძლევს ამის ხმამაღლა თქმის უფლებას. არ ღირს გაუთავებლად მისი შეცდომებისგან კატასტროფის შექმნა, საქმის გარჩევისთვის მიზეზების ძებნა და მტკიცება  ვინ უფრო მართალი და ჭკვიანია.

“ჩემთვის სულერთია, რას ფიქრობს დედაშენი”

გახსოვდეთ, რომ თქვენი რჩეულისთვის მეგობრებთან ერთად დედაც  ხელშეუხებელია, რადგან მისთვის ის ყოველთვის ყველაზე მნიშვნელოვან და გავლენიან ქალად დარჩება. მაშინაც კი, როცა თქვენი მამაკაცი აძლევს თავს უფლებას იბუზღუნოს და მუდმივად იკამათოს საკუთარ დედასთან, ნუ იჩქარებთ აჰყვეთ მის ბრაზს და მითუმეტეს ნუ მოიხსენიებთ უპატივცემულოდ თქვენი დედამთილის ან სადედამთილოს ხასიათს, მის გამოცდილებას და ბავშვების აღზრდის უნარს, თუნდაც იმიტომ რომ თქვენ სწორედ მის აღზრდილზე ხართ შეყვარებული. გახსოვდეთ, რომ თქვენს სიბრძნესა და სტრატეგიულ ოსტატობაზეა დამოკიდებული რამდენად კარგი ურთიერთობა გექნებათ თქვენი რჩეულის დედასთან, გახდება ის თქვენი მფარველი თუ მტერი. ასე რომ, სწორედ თქვენს ინტერესებშია მისი ავტორიტეტის დაცვა.

“ჩემი დაქალის ქმარი კი…”

საკუთარი სიმაღლის და წონის, კარიერული მიღწევების, შემოსავლების და ბინის კვადრატულობის მუდმივი შედარებით სხვის მიღწევებთან, თქვენ თითქოს ებმებით თამაშში, რომელიც თავიდანვე მარცხსთვისაა  განწირული, რადგან ჯერ ერთი – შური ნებისმიერს აბრმავებს და ხელს უშლის დაინახოს საკუთარი წარმატებები, მეორეც – სხვისი წარმატების გვერდიდან ყურების დროს გვავიწყდება, რამდენი შრომა, გამოცდილება და რისკი იმალება ლამაზი ფასადის მიღმა. ერთი სიტყვით, შური ნაკლებად სასარგებლო თვისებაა და განსაკუთრებით საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში. მართალია, სხვისი ურთიერთობა ყოველთვის უფრო ჰარმონიულად და სტაბილურად გვეჩვენება, სხვისი მამაკაცი კი – ყოველთვის უფრო ყურადღებიანი, მზრუნველი და მომხიბვლელი, მაგრამ ამგავრი შედარებების ეფექტი მაინც უშედეგოა, რადგან მითითება – როგორი კარგი მანქანა იყიდა მეზობელმა ან როგორ მაღალ თანამდედობას მიაღწია მეგობრის ქმარმა, ნაკლებად შთააგონებს თქვენ რჩეულს და პირიქით, უქრობს სურვილს გაგაოცოთ ან გაგახაროთ.

“შენ მე არ გიყვარვარ!”

ასეთი კატეგორიული განცხადების გაკეთება მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაშია გამართლებულიკ, ისევე როგორც არ ღირს ყოველდღე კარის მიჯახუნება, ჭურჭლის მტვრევა და ისტერიული შეტევის დემონსტრირება. მთავარია გახსოვდეთ, რომ მსგავსი მეთოდის ბოროტად გამოყენება შესაძლოა ცუდად დაგიბრუნდეთ უკან. ცრემლიანი ფრაზის “შენ მე არ გიყვარვარ!” ერთხელ მოსმენის შემდეგ, მამაკაცი თავგამოდებით შეეცდება დაგარწმუნოთ საკუთარ სიყვარულში, მეორედ – ცივად და გულგრილად მიიღებს, მესამედ კი – შესაძლოა დაფიქრდეს, იქნებ ეს სიმართლეცაა…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g