ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე ავარიას სამი ადამიანი ემსხვერპლა. როგორც შსს რადიო „ფორტუნასთან“ ადასტურებს, ავტომობილი ბორდიურს შეეჯახა, შემთხვევის შედეგად ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით მიმდინარეობს.
