LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხობში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა

ceo5qycpvuirmggpl8roxw

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში ავარიის დროს ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა.

მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და წყლის არხში ჩავარდა.

დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ფოთის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

ექიმების ინფორმაციით, ერთი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა, მას მრავლობითი მოტეხილობები აღენიშნება, ხოლო მეორეს ტრავმები გულ-მკერდის არეში აქვს მიღებული და მისი მდგომარეობა შედარებით მსუბუქია.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით არის დაწყებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g