LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წამყვანი საერთაშორისო გამოფენები, რომელშიც ქართული კომპანიები მონაწილეობას მიიღებენ

IMG_6801_

2019 წელს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, ქართულ კომპანიებს შესაძლებლობა მიეცემათ, მონაწილეობა მიიღონ საკვები და სასმელი პროდუქციის წამყვან საერთაშორისო გამოფენებში: SIAL CHINA, HOFEX, ANUGA და FOOD INGREDIENTS.

SIAL CHINA, რომელიც ქალაქ შანხაიში გაიმართება, აზიის უმსხვილესი საკვები ინოვაციების სავაჭრო გამოფენაა. ღონისძიებას 110 000-ზე მეტი ვიზიტორი ჰყავს და 3 400-ზე მეტი მონაწილე კომპანია 67 ქვეყნიდან.

გამოფენა ANUGA ევროპაში ყველაზე მსხვილი სავაჭრო ღონისძიებაა და ორ წელიწადში ერთხელ ქალაქ კიოლნში ტარდება. ღონისძიებას 160 000-ზე მეტ დამთვალიერებელი სტუმრობს და მონაწილეების რაოდენობა 7 400-ს აღემატება.

გამოფენა FOOD INGREDIENTS 1986 წლიდან ქალაქ პარიზში ყოველწლიურად იმართება. მონაწილე კომპანიათა რაოდენობა 1800-ზე მეტია, ხოლო წინა წელს გამოფენას 26 000 პოტენციური მყიდველი სტუმრობდა. აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში, წარმოდგენილი იქნება ინგრედიენტების ინდუსტრიაში ძირითადი მოთამაშეების პროდუქცია.

HOFEX ჰონგ-კონგის უმხსვილესი გამოფენაა, რომელიც ბოლო 32 წლის მანძილზე სასმელი და საკვები პროდუქციის ინდუსტრიაში მომუშავე საერთაშორისო კომპანიებს აერთიანებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან. გამოფენას 74 ქვეყნიდან 40 000-ზე მეტი ვიზიტორი დაესწრება, ხოლო მონაწილე კომპანიების რაოდენობა 2 800-ს აღემატება.

მონაწილეობის მიღების სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ გაიაროთ რეგისტრაცია მოცემულ ბმულზე, არაუგვიანეს 25 იანვრისა: https://bit.ly/2RAo801

გამოფენების შესახებ, დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ბმულები:

http://www.anuga.com/

https://www.figlobal.com/fieurope/

http://www.sialchina.com/

http://hofex.com/

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g