აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის რიკოთი-არგვეთის მონაკვეთის მშენებლობით ორი ინვესტორი დაინტერესდა, მათ შორის ერთი კონსორციუმია.
როგორც „ფორტუნას“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში განუცხადეს, მათთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს რათა პროექტი სახელმწიფოსთვის „მაქიმალურად ხელსაყრელი იყოს“.
აღმოსავლეთ-დასავლეთ ჩქაროსნულ მაგისტრალზე მთლიანი სატრანზიტო ტვირთების 60%-ზე მეტი გადაიზიდება, ამიტომ მაგისტრალის განახლება უმნიშვნელოვანესია საქართველოს სატრანსპორტო და ლოჯისტიკურ ჰაბად გარდაქმნისთვის.