LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერი: ლარში სესხების საპროცენტო განაკვეთები აუცილებლად დაიწევს

shutterstock_555562933

ლარში სესხების აღების სავალდებულო ზღვარის 200 ათას ლარამდე გაზრდას, გრძელვადიან პერსპექტივაში საპროცენტო განაკვეთებზე დადებითი გავლენა ექნება, – ამის შესახებ პრემიერ მინისტრი აცხადებს.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველოს ეკონომიკას აქვს რამდენიმე სუსტი მხარე, მათ შორის დოლარიზაციის ძალიან მაღალი დონე და მნიშვნელოვანია, მათთან გასამკლავებლად ნაბიჯები გადაიდგას.

„ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩვენ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით. დარწმუნებული ვარ, ლარში სესხების აღების სავალდებულო ზღვარის 200 ათას ლარამდე გაზრდას გრძელვადიან პერსპექტივაში დადებითი გავლენა ექნება საპროცენტო განაკვეთებზეც და ლარში სესხების საპროცენტო განაკვეთები ნაბიჯ-ნაბიჯ აუცილებლად დაიწევს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g