Vanity Fair-მა ,,საოსკარო” გამოცემის ფოტოსესია გამოაქვეყნა. გაირკვა, რომ ჟურნალის ყოველწლიურ, რიგით 25-ე ჰოლივუდური ნომრის გარეკანსა და ფურცლებზე ისეთი ახალბედა და უკვე შემდგარი ვარსკვლავები აღბეჭდეს, როგორებიც არიან: ჩედვიკ ბოსმანი, სირშა რონანი, ტიმოთი შალამე, იალიცა აპარისიო, ნიკოლას ჰოლტი, რამი მალეკი, რეჯინა კინგი, ჯონ დევიდ ვაშინგტონი, ელიზაბეტ დებიკი, ჰენრი გოლდინგი და ტესა ტომპსონი.
აღსანიშნავია, რომ ქსელში კამპანიის ვიდეოც გავრცელდა, რომელიც სამი ,,ოქროს კაცის” მფლობელმა მექსიკელმა ოპერატორმა, ემანუელ ,,ჩივო” ლუბეცკიმ გადაიღო.