თავის 49 წლის ასაკში, ჯენიფერ ლოპესის იდეალური ფიგურა აღარავის უკვირს, თუმცა როგორც ჩანს, ის მაინც ახერხებს გარშემომყოფების გაოცებას.
ახლახან, ჯეი ლომ ,,ინსტაგრამზე” ახალი ფოტო გააზიარა და 9 დღიანი აქტუალური ვარჯიშის შედეგი გვიჩვენა.
უნდა აღინიშნოს, რომ ფოტოზე ამერიკელი ვარსკვლავი მართლაც შეუდარებლად გამოიყურება, რაც ყურადღების მიღმა არ დარჩენია მის ყოფილ ბოიფრენდ, შონ კომბსს, ასევე ცნობილს როგორც პაფ დედი, პი. დიდი ან უბრალოდ დიდი.
მიუხედავად იმისა, რომ ,,გრემის” ლაურეატი რეპერი ორი შვილის დედას დიდი ხნის წინ დაშორდა, ის ყოფილი შეყვარებულის მიმართ კომპლიმენტებს დღემდე არ იშურებს.
,,ღმერთო ჩემო”, – დააკომენტარა ფოტოზე დიდიმ, რომელსაც მალევე ლოპესის ამჟამინდელმა ბოიფრენდმა, ალექს როდრიგესმა უპასუხა.
,,გამიმართლა” – სიამაყით აღნიშნა ექს-ბეისბოლისტმა, რომელსაც თანამედროვე სცენის ერთ-ერთი კაშკაშა ვარსკვლავი 2017 წლის თებერვლიდან ხვდება.
შეგახსენებთ, რომ ჯენიფერ ლოპესმა შონ კომბსი 1998–1999 წლებში, სადებიუტო სტუდიურ ალბომზე On the 6 მუშაობის დროს გაიცნო. მათი ურთიერთობა დიდხანს არ გაგრძელებულა, რადგან 2001 წლის 29 სექტემბერს მომღერალი ცოლად კრის ჯადს გაჰყვა, რომელთანაც მხოლოდ 218 დღით იქორწინა.