აშშ-ში ძლიერი ყინვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 21-მდე გაიზარდა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters იუწყება.
შეგახსენებთ, რომ აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, საუბარი იყო 12 დაღუპულზე, ცხრა ახალი შემთხვევა ჩიკაგოში დაფიქსირდა.
ყველაზე დაბალი ტემპერატურა მინესოტას შტატში, ქალაქ ინტერნეშნლ-ფოლსში -42.8 გრადუსია.