LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომ არა 2014-16 წლებში იუსტიციის სამინისტროს მიერ გაწეული სამუშაო, კომპენსაციას რუსეთისგან მხოლოდ 118 პირი მიიღებდა – მამუკა ბახტაძე

მამუკ

“მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ არა 2014-16 წლებში იუსტიციის სამინისტროს მიერ გაწეული სამუშაო, კომპენსაციას მხოლოდ 118 პირი მიიღებდა”- ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ სტრასბურგის სასამართლოს მიერ გუშინ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, 2014-16 წლებში იუსტიციის სამინისტრომ ძალიან დიდი სამუშაო გასწია და ეს დიდი გამარჯვება მოიპოვა.

როგორც ცნობილია, გუშინდელი გადაწყვეტილებით რუსეთს საქართველოს 1500 მოქალაქისთვის 10 მილიონი ევროს გადახდა დაეკისრა.

“მინდა შევეხო მნიშვნელოვან გამარჯვებას. სტრასბურგის სასამართლომ დეპორტირებულების საქმეზე რუსეთს საქართველოს მოქალაქეების სასარგებლოდ 10 მლნ ევროს ოდენობის მორალური კომპენსაციის გადახდა დააკისრა. შეგვიძლია თამამად განვაცხადოთ, რომ სამართალმა იზეიმა. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ არა 2014-16 წლებში იუსტიციის სამინისტროს მიერ გაწეული სამუშაო, კომპენსაციას მხოლოდ 118 პირი მიიღებდა, რადგან წინა ხელისუფლებამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს 2012 წლამდე მხოლოდ 118 მოქალაქის მონაცემი მიაწოდა. 2014-დან 2016 წალმდე ძალიან დიდი სამუშაო იქნა გაწეული. დამუშავდა და სასამართლოს გადაეგზავნა 1500-ზე მეტი მოქალაქის მონაცემები, რომლებიც მიიღებენ ამ კომპენსაციას. ეს არის ძალიან დიდი გამარჯვება და მე მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ამ პროცესში იყო ჩართული,” – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g