LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ და როდის უნდა ვესაუბროთ სქესობრივ ცხოვრებაზე ბავშვებს – ნატა მეფარიშვილის რჩევები

nata-mefaridze

„იმედის დღე“-მ გადაწყვიტა, ბავშვებში სქესობრივი აღზრდის ტაბუირებულ თემას კიდევ ერთხელ მიაქციოს ყურადღება და ამ საკითხზე დისკუსია სტუდიაში მოწვეულ ექიმთან ერთად შესთავაზა მაყურებელს. ფსიქოლოგმა ნატა მეფარიშვილმა ვრცლად განმარტა, რატომ არის აუცილებელი და მნიშვნელოვანი ადრეული ასაკიდან სქესობრივი ცხოვრების შესახებ ბავშვებისთვის დოზირებულად ინფორმაციის მიწოდება.

ნატა მეფარიშვილი:

„ტაბუ, რომელიც ჩვენს საზოაგდოებას აქვს ამ თემასთან დაკავშირებით, იმის მიზეზია, რომ ამ საკითხზე ხშირად არ საუბრობენ. განვიტარებულ ქვეყნებში ეს ნაკლებად აწუხებთ, იქ ჩატარებული კვლევებითა და მაგალითით შეგვიძლია ვიმსჯელოთ, რა სარგებლობა მოაქვს სქესობრივ განათლებას. სქესობრივი განათლება ეს არის ერთგვარი ცოდნა სექსუალობის ფიზიკურ, ემოციურ, კოგნიტურ, სოციალურ და კულტურულ თავისებურებებზე. ეს არ არის მარტივი, ბევრი სფეროს შერწყმაა და მათი გაერთიანება გვაძლევს ცოდნას სექსუალობის შესახებ, რომელიც ჩვენი კარგი ყოფის, ბედნიერი ცხოვრებისა და ჯანმრთელობის საწინდარია ბავშვობიდანვე.

ზოგადად, ისევე, როგორც განვითარების სხვა მიმართულებები,  მეტყველება, მოტორიკა თუ ა.შ. სექსუალური განვიტარებაც გახლავთ ერთი მიმართულება და ის იყოფა ეტაპებად. გამოყოფილია ფიზიკური ნიშნები, რომლებიც ყველაზე თვალშისაცემია, ნაკლებად გამოყოფილია, თუმცა ყურადღებამისაქცევია ემოციური ნიშნები… ადამიანი ამ მიმართულებით ვითარდება და თუ არ დავეხმარებით, მივიღებთ, არაჯანსაღ პროდუქტს, ან ხიფათს გადაეყრება. არ არის საუბარი, რომ ჩვილ ბავშვს უნდა დავეხმაროთ ამ კუთხით, მაგრამ როცა ბავშვი უკვე აცნობიერებსსაკუთარ სხეულს და აღმოაჩენს სხეულის ნაწილებს, სადაც შედის სასქესო ორგანოები, უნდა დავეხმაროთ, როცა შესწავლის პროცესია. „ხიხია“ და „ცუდია“ იბეჭდება მის გონებაში და შეიძლება, პირდაპირ გავიდეს მის მოზრდილ სექსუალურ ცხოვრებაში.

ბევრი მშობელი, როცა ნახავენ, რომ ბავშვები მცირე ასაკში ონანიზმით არიან დაკავებულები (3-5 წლის ასაკში), ან ათვალიერებენ მეგობრების სასქესო ორგანოებს, ტეხენ ერთ ამბავს, სჯიან შვილებს, იწყებენ კონტროლს და ეს ყველაფერი ქმნის პრობლემას. მშობელი უნდა იყოს მხარდამჭერი, უნდა უთხრას, რომელ ორგანოს რა ჰქვია, სმენის და მხედველობის ორგანოებისთვის ხომ არ ვიგონებთ კნინობით-ალერსობით სახელს, ამიტომაც ორგანოს უნდა ვუწოდოთ ის სახელი, რაც მას ანატომიურად ჰქვია, – შემდეგ რომ არ დაიბნეს ბავშვი. როცა მათ არ იციან ორგანოები, სად შეიძლება შეეხონ, ვინ შეიძლება შეეხოს და შეხების როგორი ფორმები არსებობს, ცხადია, რომ ის შეიძლება, გახდეს მოძალადის მსხვერპლი.

ყველაფერს თავისი სახელი რომ დაერქვას, მშობელს ილუსტრირებული მასალა დაეხმარება. შეიძლება, გამოვიყენოთ თოჯინა. მშობელს, ცხადია, სჭირდება სპეციალისტის დახმარება ამაში“.

როგორც ფსიქოლოგი ამბობს, ყველა ასაკის ადამიანს სჭირდება სექსუალური განათლება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g