ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე პოლიციამ ორი პირი დააკავა. არსებული ინფორმაციით, ისინი დღეს ჩოლოყაშვილის ქუჩაზე 84 წლის ქალის ძარცვაში არიან ბრალდებულნი.დაკავების ოპერაცია ხელვაჩაურში ხალვაშის ქუჩაზე რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.
მძარცველები 84 წლის ქალს ფიზიკურად გაუსწორდნენ. მისი განმარტებით, სახლში მარტო იმყოფებოდა, როდესაც ორი მამაკაცი გაზის ინკასატორად გაეცნო და სახლში მოტყუებით შეაღწია.მოხუცის თქმით, მძარცველებმა ის სკამზე დააბეს და ძვირფასეულობა წაიღეს.
ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას სხეულის ზედაპირული დაზიანება აღენიშნება.ქალბატონი აფხაზეთიდანაა დევნილი და ის ერთერთ სოციალურ სახლში მარტო ცხოვრობს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება 178 მუხლით დაიეწყო, რაც ძარცვას გულისხმობს.